x
image
natia.a
ფოტოები, რომლებზეც გარდაცვლილი ცოლი პატარა ქალიშვილმა გააცოცხლა
ბენ ნანერიმ, თვის პატარა ქალიშვილთან, ოლივიასთან ერთად, გადაწყვიტა "გაეცოცხლებინა" ფოტოები, რომლებიც ადრე საყვარელ მეუღლესთან ერთად ჰქონდა გადაღებული. ბენის მეუღლე და 2, 5 წლის ოლივიას დედა, ალი, 31 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა. 2009 წელს ახლადდაქორწინებულებმა ახალი სახლი შეიძინეს და სანამ ავეჯს შეიტანდნენ, ცარიელ ოთახებში პატარა ფოტოსესია მოაწყვეს. ალის გარდაცვალებიდან 2, 5 წელი გავიდა და ბენმა ქალიშვილთან ერთად სხვა სახლში გადასვლა გადაწყვიტა. მაგრამ გადასვლამდე, ხელმეორედ დაცარიელებულ სახლში მამა-შვილმა იგივე ფოტოსესია გაიმეორა, რაც 2009 წელს ბედნიერმა წყვილმა. ამით ერთგვარი პატივი მიაგეს გარდაცვლილ მეუღლესა და დედას.


image



"ბევრი მეკითხებოდა, როგორ ვგრძნობდი თავს ფოტოსესიის დროს. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს ფოტოები არ არის ტკივილსა და დანაკარგზე. მართალია, მე გავიარე ეს ყველაფერი და ახლაც გავდივარ, მაგრამ მინდა, რომ ამ სურათებზე რაღაც სხვა დაინახოთ და ეს სიყვარულია, " - ამბობს ბენი.


image



imageimageimageimageimage

"ალიზე მოგონებები ამ სახლში არ რჩება, ისინი ჩვენთანაა, ჩვენს გულებში."


"მინდოდა ოლივიასთვის მეჩვენებინა ადგილები, სადაც მე და დედამისმა ერთად ცხოვრება დავიწყეთ და მომავალზე, შვილებზე ვოცნებობდით."


image
image

ეს მინის ანგელოზია, რომელსაც ოლივია "დედას" ეძახის.


ოლივიას დეიდა, მელანი, ამბობს, რომ ხშირად იღებს ნიშნებს გარდაცვლილი დისგან. ხშირად, მაგალითად, სრულიად მოულოდნელად, ვერავინ ხვდება საიდან, მოფრინდებიან ხოლმე ბუმბულები. ფოტოსესიის დროს ოლივიამ ერთი ასეთი ბუმბული იპოვა.


imageimage

ბენმა შეისწავლა გიტარაზე შესრულება იმ სიმღერისა, რომელიც მისი და ალის ქორწილში ისმოდა - «I Believe (When I Fall In Love With You It Will Be Forever)». ახლა მას იგი თავისი პატარა ქალიშვილისთვის ასრულებს.


image

"ჩვენი ცხოვრება გაგრძელდება ჩვეულებრივად, წინასწარ უცნობი გზით. მაგრამ მე და ოლივიას ყოველთვის შეგვეძლება დავხედოთ ამ ფოტოებს და გავიხსენოთ, რომ ოდესღაც არსებობდა ადგილი, სადაც მე ქვეყნად უბედნიერესი მამაკაცი ვიყავი... თუნდაც სულ ცოტა ხნით."


image


3
161
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
161
  
2014, 19 იანვარი, 16:23
შთამბეჭდავია :(
2013, 22 დეკემბერი, 21:20
მეც ასეთი რეაქცია მქონდა, განსაკუთრებით ფოტოებზე:(
2013, 22 დეკემბერი, 18:02
დავსევდიანდი ნათი. :(
0 1 3