x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საქართველოსა და რუსეთს შორის გაუქმდება ვიზები და აღდგება ავიარეისები

imageსავიზო რეჟიმის გაუქმების საქმე შესამჩვევად მიიწევს წინ, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, იუწყება ИТАР-ТАСС-ი.მინისტრის მოადგილემ აღნიშნა რომ დიპლომატები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ, მათ მიაღწიეს პროგრესს.ორივე ქვეყნის მოქალაქეები რაც შეიძლება ადვილად უნდა გადაადგილდნენ-დასძინა კარასინმა. ამასთანავე სამუშაო რეგულარული ავიარეისების აღსადგენად რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის თითქმის დასრულებულია, "ახლა ყველაზე აქტუალური სატრანსპორტო ტვირთების გადაზიდვის პრობლემის საკითხი დგას რუსეთსა და საქართველოს შორის"-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.-" ჯერჯერობით ჩარტერული რეისები იფრენენ მოსკოვის, პეტერბურგის, ბათუმისა და თბილისის მიმართულებით.შემდგომ ეს რეისები რეგულარული გახდება.image

0
93
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0