x
image
კატაპულტი
მალე შეიძლება ქაღალდის ფული პლასტიკური ბანკნოტებით შეიცვალოს
imageალბათ, ძნელად თუ ვინმეს წარმოუდგენია პლასტიკური ფული, მაგრამ ახლო მომავალში ეს სულაც აღარ იქნება გასაკვირი.საქმე იმაშია, რომ მეცნიერებმა 3-წლიანი მუშაობის შედეგად დაადგინეს, რომ პლასტიკური ბანკნოტი უფრო მეტად ინარჩუნებს სისუფთავეს, უფრო ძნელად გასაყალბებელია და სულ მცირე ორჯერ უფრო მეტ ხანს ძლებს.ყოველივე ამის საფუძველზე კი ინგლისის ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ტიპის ფული გამოსცეს, კერძოდ კი, პირველ ეტაპზე, 2016 წელს ხმარებაში გამოვა 5-ფუნტიანი ბანკნოტი, რომელზედაც წინა მხარეს გამოსუხალი იქნება დედოფალი ელისაბედII, ხოლო უკანა მხარეს უინსტონ ჩერჩილი.image









ამის შემდეგ, 2017 წელს იგეგმება 10-ფუნტიანი ბანკნოტის გამოცემა, რომელზედაც გამოჩენილი ინგლისელი მწერალი ჯეინ ოსტინი იქნება გამოსახული.

image

ახალი ტიპის ბანკნოტები ახლანდელზე შედარებით პატარა ზომისა იქნება და ვიზუალურადაც მცირედ განსხვავებული.


როგორი რეაგირება ექნება საზოგადოების ამ სიახლეზე ჯერჯერობით უცნობია.ალბათ, მთავარ კითხვა იქცევა, თუ რამდენად მოსახერხებელი იქნება პლასტიკური ბანკნოტები საფულეში.

ასევე უცნობია რამდენად აუბამენ ინგლისს მხარს სხვა სახელმწიფოები.

0
67
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0