კერძები ხორცისაგან კარტოფილში შემწვარი ფარშირებული ხორცი 2013, 20 დეკემბერი, 19:10 ინგრედიენტები:
● ფარშირებული ხორცი (ღორის ან საქონლის) - 750-1000 გ.
● კვერცხი - 2 ცალი
● ხახვი - 2 ცალი
● წიწაკა (ტკბილი) - 1 ცალი ● ყველი - 200 გ. ● თეთრი პური - 200 გ. ● ყაბაყი - 1 ცალი (300 გ.) ● კარტოფილი - 5-6 ცალი ● მდოგვი - 2 სუფრის კოვზი ● მარილი და პილპილი - გემოვნებით ● ქონდარა - გემოვნებით მომზადება: თეთრი პური დავალბოთ ცივ წყალში. დავჭრათ ხახვი წვრილად. ყველი და ტკბილი წიწაკა - კუბიკებად, ხოლო ყაბაყი წვრილ ზოლებად დავჭრათ, რომელსაც შემდეგ მოვშუშავთ ზეთში 5 წუთის განმავლობაში. ამასობაში ფარშს დავუმატოთ კვერცხი, დაპრესილი თეთრი პური, ხახვი, მდოგვ, ქონდარა, მარილი, პილპილი და კარგად ავურიოთ. ბოლოს დავუმატოთ ყველი, გავყოთ მიღებული მასა ორ ნაწილად და მოვათავსოთ საცხობ ქაღალდზე. ხორცის ერთ ნაწილს მივცეთ წაგრძელებული ოვალის ფორმა, ზემოდან დავალაგოთ შემწვარი ყაბაყი და შემდეგ მოვათავსოთ ხორცის მეორე ნაწილი. მიღებული მასა დავფაროთ ზემოდან გახეხილი კარტოფილით, მოვაყაროთ მარილი, პილპილი (შესაძლებელია ცოტაოდენი გახეხილი ყველიც) და შევდგათ ღუმელში 200 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში (თქვენს ღუმელზეა დამოკიდებული, შეიძლება ნახევარი საათიც საკმარისი აღმოჩნდეს). ამის შემდეგ კი... გემრიელად მიირთვით 147 10-ს მოსწონს
|