სისხლის სამართალი
ერაყელმა ქალბატონმა მარჯანიშვილზე ორი ადამიანი დაჭრა
2013, 19 დეკემბერი, 22:21
სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში მარჯანიშვილის მოედანზე ერაყელმა ქალმა საქართველოს ორი მოქალაქე დაჭრა. როგორც ცნობილი ხდება, თავმდამსხმელმა ერთ-ერთ დაზარალებულს ყური მოაჭრა.
აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტოს პრესსამსახური ადასტურებს, თუმცა ძალოვან უწყებაში არ იციან რა სახის დაზიანებები მიიღეს დაზარალებულებმა.
უწყება არც დაზარალებული ადამიანების ვინაობას ავრცელებს. შსს-ს
პრესცენტრის ცნობით, ერაყელი ქალბატონი უკვე დაკავებულია, ხოლო ორივე დაზარალებული მოქალაქე სამკურნალო დაწესებულებაში არიან მოთავსებული.