ფოტოგრაფია ფოტო-პაროდია კოსმეტიკური საშუალებების რეკლამაზე ანუ ფოტოშოპის ილუზიური სილამაზე 2013, 19 დეკემბერი, 15:00 ანა ჰილმა, სტუდნეტმა, რომელიც ფოტოგრაფიას სწავლობს, გადაწყვიტა კოსმეტიკური საშუალებების მატყუარა სილამაზის ამსახველი პლაკატების პაროდიული სერია შეექმნა.
მან საკუთარი ფოტოები გამოიყენა, რათა ეჩვენებინა, რა დონეზე შეიძლება რეალური გამოსახულების შეცვლა და სრულყოფა ფოტოშოპის საშუალებით. ეს ნაკრები შეგიცვლით: თვალის ლაინერებს, ჩრდილებს, ტუშს, ტუჩის ფანქარს, ფერად კონტაქტურ ლინზებს, ტონალურ კრემს, კორექტორს, თმის საღებავს, პლასტიკურ ოპერაციებს, სახის დაჭიმვას. გახადეთ თქვენი სილამაზე უკვდავი. ვერავინ ვერასოდეს გაიგებს... რადგან აღარასოდეს არავის ეჩვენებით ცოცხლად. ფოტოშოპი - მთელი სილამაზე ერთად. არ მოგწონთ თქვენი მოკლე და დაგრეხილი ფეხები? დაიგრძელეთ კიდურები 50%-ით. სიახლე: კიდურების დამაგრძელებელი შრატი ფოტოშოპისგან. თავს ვიმტვრევდი იმაზე ფიქრით, თუ როგორ შემენარჩუნებინა ქმარი, სანამ არ აღმოვაჩინე ფოტოშოპი! იყავი საკუთარ თავსა და ოჯახში დარწმუნებული ფოტოშოპის სილამაზის აპლიკატორით! განათება ფოტოშოპისგან. ამგვარ ანდროიდულ, ფორების გარეშე სილამაზეს, რეალურ ცხოვრებაში ვერასოდეს მიაღწევთ. 75 2-ს მოსწონს
|