კინო გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი პიტერ ო’ტული 2013, 16 დეკემბერი, 9:40 ლონდონში 81 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი პიტერ ო’ტული, ნათესავების განცხადებით მსახიობი გარდაიცვალა საავადმყოფოში, სადაც იგი სიკვდილამდე ორი დღით ადრე იქნა გადაყვანილი.ცნობილია, რომ ის ბოლო წლებში ავადმყოფობდა.მან თავის ვარსკვლავური ცხოვრება თეატრში დაიწყო, თუმცა ნამდვილი დიდება ფილმებში ბრწყინვალედ ნათამაშებმა როლებმა მოუტანა.პირველი დიდი წარმატება ფილმა "ლოურენს არაბმა" მოუტანა(1962წ), ამის შემდეგ მსახიობმა თითქმის 50 ფილმში ითამაშა, მათ შორის ისეთი პოპულარული ფილმები როგორიცაა:"როგორ მოვიპაროთ მილიონი"(1966წ.)"ლომი ზამთარში"(1968წ.), "კალიგულა"(1979წ.), "ტრიუკების ოსტატი"(1980წ.), "უკანასკნელი იმპერატორი"(1987წ), "ტროა"(2004) და სხვა.მსახიობი 8–ჯერ იყო წარდგენილი "ოსკარზე", თუმცა მსახიობს არ გადაეცა პრიზი ცალკეულ ფილმზე, 2003 წელს მას "საპატიო ოსკარი" გადასცეს, რაზეც მან კინაღამ უარი განაცხადა. 134 3-ს მოსწონს
|