დიეტოლოგია ორ კვირაში 10 კილოგრამს დაიკლებთ - დიეტა, რომელიც თავგანწირვას არ მოითხოვს 2013, 15 დეკემბერი, 18:26 არავითარი თავგანწირვა! რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ზომიერების დაცვა ყველაფერშია საჭირო და მათ შორის დიეტაშიც.სტატიაში მოცემული რჩევები დაგეხმარებათ დაიკლოთ წონაში ყოველგვარი თავგანწირვისა და ტანჯვა - წამების გარეშეც. დიეტა, რომელიც "ჰოლივუდის" სახელითაა ცნობილი და რომელიც ორ კვირაში 10 კილოგრამს გაკლებინებს წონაში. გარდა ამისა, ფაქტიურად მთელი დღის განმავლობაში გიწევს "აცმაცუნო" ტუჩები და თან წონაშიც დაიკლო. დიეტა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სრულდება ორი კვირის განმავლობაში.მთელი დღის განმავლობაში მისაღებ პროდუქტებს შორის 2 საათიანი შუალედი აუცილებელია. დილით კვებას ვიწყებთ 1 ჩ/ჭ. უშაქრო ჩაით ან უშაქრო ყავით. თუკი ჩაის ან ყავას მივირთმევთ დილის 8 საათზე, მაშინ მომდევნო დრო იქნება დილის 10 საათი, სადაც შეგვიძლია მივირთვათ 100 გრამი უცხიმო ხაჭო. 12 საათზე შესაძლებელია მივირთვათ ერთი ცალი მოხარშული კვერცხი. 14 საატზე კი - 2 ცალი ვაშლი. 16 საათზე ისევ ვჭამთ 100 გრამ უცხიმო ხაჭოს. 18 საათზე შეიძლება დღის რაციონში ჩავრთოთ ნებისმიერი სახის შოკოლადი მხოლოდ და მხოლოდ 50 გრამი. 20 საათზე შეგვიძლია მივირთვათ 100 გრამი შავი ქლიავი ( ან ქლიავის ჩირი, რადგან ზამთარია) ან კიდევ 2 ცალი ვაშლი. 22 საათზე შესაძლებელია აღნიშნული დიეტით მივირთვათ 1 ჩაის ჭიქა მაწონი.დღის განმავლობაში სასურველია 2 - 3 ლიტრი წყალი დავლიოთ. 33670 11-ს მოსწონს
|