ცომეული უბრალო,ნოყიერი და გემრიელი ცხელი საუზმე სომხურ ლავაშში.(მაშას რეცეპტებიდან) 2013, 14 დეკემბერი, 21:18
ეს საელდახელო საუზმე შეგვიძლია მოვამზადოთ იმ ინგრედიენტებიდან რომელიც ჩვენს მაცივარში მოიპოვება.მე მოგაწოდებთ იმ მარტივ რეცეპტს, როგორსაც მოვამზადებ დღეს თქვენთან ერთად.(თქვენ ზოგი ინგრედიენტი სურვილისამებრ შეგიძლიათ შეცვალოთ) 1პორციისთვის საჭირო ინგრედიენტები: –თხელი სომხური ლავაში––0, 5ც –1ნაჭერი მრგვალი ბეკონი(შეიძლება მოხარშული ძეხვიც) –1ნაჭერი–პომიდორი(მრგვალი მოზრდილი) –1კვერცხი –მაგარი ყველი–20გრ –კარაქი შესაწვავად –მარილი და წიწაკა გემოვნებით –ცოტა მწვანილი მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: 1)გავრეცხოთ პომიდორი და დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად, ბეკონიც დავჭრათ თხლად, ყველი გავხეხოთ, მწვანილი გავრეცხოთ და დავჭრათ წვრილად.(უხდება კამა და ოხრახუში) 2)ლავაში გავჭრათ შუაზე, გავავლოთ ცივი წყალი და დავდოთ ტაფაზე შემწვარი გვერდი ზემოთ რომ ქონდეს და დავაწყოთ მასზე ჯერ პომიდორის ნაჭერი, შემდეგ ბეკონი. 3)დავახალოთ კვერცხი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა გემოვნებით, მწვანილი და მოხეხილი ყველი. 4)გადავკეცოთ ლამაზად და როცა ერთი მხრიდან შეწითლდება, გადავაბრუნოდ ფრთხილად მეორე მხარეს. მოვაყაროთ ცხლად ცოტა გახეხილი ყველი. გემრიელად მიირთვით! თქვენი მაშა 651 4-ს მოსწონს
|