ეგვიპტის დედაქალაქში თოვლი მოვიდა, რაც ძალზე იშვიათი შემთხვევაა.
2013, 14 დეკემბერი, 14:11
ქაიროში 1901 წლის მერე პირველად მოვიდა თოვლი. ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში ყველასათვის მოულოდნელად მოვიდა თოვლი, მოულოდნელად იმდენად რამდენადაც თოვლი ქაიროში ბოლოს 1901 წელს მოვიდა. სადღეისოდ ეგვიპტის დედაქალაქში +7გრადუსია, ეს კი ბოლო 122 წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სამწუხაროდ გადაცივების გამო ერთი ადამიანი უკვე დაიღუპა. ეგვიპტის რეგიონებშიც ამინდის მკვეთრი ცვლილებებია. ალექსანდრიაში კი უჩვეულოდ ცივი ამინდის გამო საგანგებო მდგომარეობაა შექმნილი, რადგან ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები, ხოლო კოკისპირულმა წვიმებმა წყალდიდობას შეუწყო ხელი. დახურულია საზღვაო პორტები, გადაიკეტა გზა ცნობილი კურორტის შარმ–ელ–შეიხის მიმართულებით.