ძლიერი წვიმების გამო ესპანეთში რიგ რეგიონებში მიწიერი ჯოჯოხეთია, სამწუხაროდ არიან დაღუპულებიც
ამ ესპანეთში გადაღღებულმა სურათმა უკრაინა, კიევის ოლქში მდებარე ქალაქი ბუჩა გამახსენა, აქ ავტომანქანებითაა ქუჩა მთლიანად ჩახერგილი, ბუჩაში კი აფეთქებული რუსული ჯავშანტექნიკით იყო დიდი ქუჩა მთლიანად ჩახერგილი.
ამჟამად ესპანეთის რიგ რეგიონში ჯოჯოხეთი ტრიალებს, ძლიერმა ხანგრძლივმა წვიმებმა წყალდიდობა და წყალმოვარდნები გამოიწვია.
ვალენსიაში და ესპანეთის აღმოსავლეთ რეგიონებში არნახული როდენობის ნალექი მოვიდა წვიმის სახით, რომელთა შდეგად წინასწარი მონაცემებით 100-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. მეტეოროლოგების თქმით, ვალენსიასა და ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 8 საათში იწვიმა იმაზე მეტი რაც, რაც ამ რეგიონების წლიური ნორმაა. ძლიერმა წვიმამ გაანადგურა ციტრუსის პლანტაციების დიდი ნაწილი. სამაშველო სამსახურები სრული დატვირთვით მუშაობენ, სწორედ მათი მუშაობის წყალობით ასობით ადამიანი გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილებში. ძლიერი წვიმის მიუხედავად აქტიურად მუშაობენ სამაშველო ვერტმფრენები, რომლებსაც საშიში ზონებიდან ხალხი გადაჰყავთ სამშვიდობოს. ქუჩებში გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია მანქანებით და ათასგვარი ნივთით თუ ნაგვით ჩახერგვის გამო.
მოსახლეობა ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს, მათი თქმით მიუხედავად იმისა, რომ მაშველები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, მათი რაოდენობა არაა საკმარისი იმისათვის, რომ მდგომარეობის დასტაბილურება მოხერხდეს.
მოქალაქეები სიბრაზეს არ მალავენ, რადგან სამოქალაქო თავდაცვის სამსახურმა საყოველთაო გაფრთხილება მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ მაშინ გამოაცხადა, როცა დასახლებული პუნქტები უკვე დატბორილი იყო მთლიანად ან ნაწილობრივ.