სხვა 7 საინტერესო ფაქტი მონიკა ბელუჩის შესახებ 2013, 14 დეკემბერი, 12:02 1969 წლის 30 სექტემბრს დაბადებული მონიკას ასაკმა უკვე დიდი ხანია გადააბიჯა ორმოც წელს, მაგრამ ის ჯერ კიდევ ითვლება ყველაზე ლამაზ და ყველაზე სექსუალურ ქალბატონად. ის იწვევს აღფრთოვანებას, შურს, სიყვარულს, ზიზღს და გაღმერთებას. მონიკა ყოველთვის იდუმალია, ‘ქალი ქამელეონი’, რომელსაც სხვადასხვა როლის საუკეთესო მორგება არ უჭირს.
1. რატომ აირჩია უბრალო იტალიელმა გოგონამ მოდელის პროფესია?მონიკა იზრდებოდა უბრალო იტალიურ ოჯახში, თუმცა მას ყველა დანარჩენისგან გასაოცარი სილამაზე განასხვავებდა ჯერ კიდევ ბავშვობის წლებიდან. მამაკაცები მუდამ მის გარშემო ტრიალებდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ. ამას მოყვებოდა ქალების შური და ზიზღი მონიკას მიმართ, რასაც გოგონამ ვეღარ გაუძლო და სასწავლებლად სხვა ქალაში გადავიდა, მაგრამ ფინანსების უქონლობის გამო სწავლას თავი დაანება და კაფეში ოფიციანტად დაიწყო მუშაობა. თუმცა მამაკაცები არც აქ შორდებოდნენ, რასაც მუდამ თან ახლდა ცოლების სკანდალური გამოსვლები. 17 წლის მონიკა სახლში მუდამ აცრემლიანებული ბრუნდებოდა. ერთხელაც მან გაიხსენა ერთ ერთი ნაცნობი მამაკაცი გლამურული ჟურნალიდან, დაურეკა მას და დათანხმდა თავისი სილამაზის ხარჯზე აეღო ანაზღაურება. 2. მონიკა – ცხოვრებაში და ეკრანზე როდესაც მონიკას კარიერამ აღმასვლა დაიწყო, ის მოიწვიეს ტელეეკრანებზეც. და როგორი იყო გოგონას გაოცება, როდესაც ეკრანზე საკუთარი ვიდეობის დათვალიერებისას მან დაინახა არა სექსუალური ბრუნეტკა, არამედ მორცხვი გოგონა, რომელმაც არ იცოდა ხელები სად წაეღო. მაშინ მონიკამ გადაწყვიტა, რომ მას სჭირდება დრო, რათა დაეფლოს ტელეეკრანებზე მოქცევის წესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაემსგავსება სულელ თოჯინას. 3. პრობლემები ფილმში ცოტამ თუ იცის, რომ ძლიერი იტალიური აქცენტი ხელს უშლიდა მონიკას ფილმებში გადაღებისას. ბევრი რეჟისორი უარს ამბობდა მის მთავარ როლზე დანიშვნაზე, რადგან მას ბევრი ლაპარაკი მოუწევდა. 4. ვინსენტი და მონიკა აწ უკვე ყოფილ წყვილს გაცნობისთანავე არ აკავშირებდათ ძლიერი გრძნობები. ვინსენტი მუდმივად აკრიტიკებდა მონიკას, რის გამოც მონიკამ ის შეიძულა. “შენ ფირობ, რომ მთავარია გარეგნობა, შენი ტუჩებისა და მკერდის პატრონს შეუძლია გადასაღებ მოედანზე უბრალოდ იდგას და გაიღიმოს. რატომ გგონია შენი თავი დიდებული მსახიობი?” ამბობდა ვინსენტი. საინტერესო ფაქტები 'იტალიელი ქალღმერთის' ცხოვრებიდან 5. შეუფერებელი როლები ერთი შეხედვით, მონიკას გარეგნობის პატრონს მხოლოდ ლამაზმანი და მოდელი ქალები უნდა განესახიერებინა ეკრანზე, მაგრამ მას რეჟისორები გამორჩეულ და თითქოსდა შეუფერებელ როლებს სთავაზობდნენ, რომლებსაც მონიკამ შესანიშნავად გაართვა თავი. საინტერესო ფაქტები 'იტალიელი ქალღმერთის' ცხოვრებიდან 6. მონიკას არ უყვარს საკუთარი ფილმების ყურებამონიკას აზრით, მუდმივი არაფერია. მას იმდენად ეშინია სიბერის, რომ არ უყვარს წარსულის გახსნებეა და ახალგაზრდობის ფოტოების თვალიერება. ერთ-ერთ ინტერვიუში მონიკამ აღიარა: “არ მინდა, რომ ისევ 20 წლის ვიყო. ეს პერიოდი თოთოეული ადამინის ცხოვრებაში რთულია. ამ დროს დაბნეულები ვართ, არ ვიცით რა გვინდა, არ ვიცით ვინ ვიქნებით წლების შემდეგ, ახლა კი, ამ საკაში ზუსტად ვიცი რა მსურს. როდესაც დავბერდები, ჯობია ჩემ შვილებს ვუყურო, და არა ჩემ ძველ ფილმებს.” საინტერესო ფაქტები 'იტალიელი ქალღმერთის' ცხოვრებიდან 7. მონიკას უცნობი ტალანტიი გარდა გამორჩეული სილამაზისა და სამსახიობო ნიჭისა, მონიკამ იცის 4 ენა და შესანიშნავი მზარეულია. 216 1-ს მოსწონს
|