x
7 პრინცი 7 კონკიასათვის...

imageპრინცი უილიამის ქორწილმა ყველა უბრალო გოგონას ჩაუსახა იმედი, რომ კეიტის მსგავსად, ოდესმე შეიძლება ისიც შეხვდეს ნამდვილ პრინცს. თანაც ჩვენს პლანეტაზე ბევრი სასურველი უცოლო პრინცია, რომელიც არ გამორიცხავს, რომ არჩევანს ჩვეულებრივ გოგოზე გააკეთებს და არა სამეფო ოჯახის წარმომადგენელზე.
ახლა კი 7 პრინცს წარმოგიდგენთ რომლებიც სიყვარულის ძიებაში არიან.


image
1. ამ სიის სათავეში შვედეთის 33 წლის პრინცი კარლ ფილიპსია. ეს სიმპატიური მამაკაცი სამეფო ოჯახში მაშინ დაიბადა, როდესაც მამამის იმედი ჰქონდა გადაწურული, რომ მემკვიდრე ბიჭი ეყოლებოდა და სამეფო კარის დათმობას ქალიშვილისთვის აპირებდა. პრინცი არისტოკრატიული წესებით იზრდებოდა, დაიწყო სამხედრო კარიერა, გახდა ოფიცერი, ამას გარდა კი საკუთარი ძალები რეკლამასა და დიზაინშიც მოსინჯა. სადებიუტო ნამუშევრის სახით მან შექმნა თავისი დიზაინის ვერცხლის დანა-ჩანგალი, რომელიც შემდეგ სერიულ წარმოებაში ჩაეშვა.
ბოლო დროს კარლს ფოტომოდელ სოფიას გვერდით ხედავენ, მაგრამ ქალი ზედმეტად ვულგარულია სამეფო ოჯახისთვის, თანაც მის პორტფოლიოში შიშველი ფოტოებიც საკმარისად მოიძევება. ამიტომ ოფიციალურად კარლი კვლავ თავისუფალ მამაკაცად ითვლება.
ჰობი- ავტორბოლა, ფეხბურთი და თხილამურები.

image
2. როგორც იქნა პრინცი ჰარი უფროსი ძმის ჩრდილიდან გამოვიდა. ბრიტანეთში ახლა ის გახდა ყველაზე პოპულარული ბიჭი. მას ბევრ რამეს პატიობენ - ხმაურიან წვეულებებს, ნაცისტური ფორმის საკარნავალო კოსტიუმს.. 27 წლის ჰარი ახლა სერიოზულ ურთიერთობებსაც ეძებს.
ჰობი - ფეხბურთი, რაგბი, ქველმოქმედება.

image
3. აღმოსავეთის პრინცი განსაკუთრებით რომანტიკული ნატურაა. არაბეთის გაერთიანებული საამიროს მომავალი მმართველი ლექსებს წერს და ამ საქმისთვის ფსევდონიმი "ფაზა" აქვს აღებული.
30 წლის პრინცი შეიხი ჰამდა ბინ მუხამედ რაში ალ მაკტუ 14 თებერვალსაა დაბადებული. სწავლობდა პრესტიჟულ ბრიტანულ სამხედრო სასწავლებელში. დამთავრებული აქვს ასევე ეკონომიკური კოლეჯი და დუბაის ადმინინსტრაციული მმართველობის კოლეჯი.
ჰობი - პოეზია, ცხენითა და აქლემით ჯირითი, პარაშუტით ხტომა.

image
4. 28 წლის პრინცი აზიუმ ბრუნეი წვეულებების დიდოსტატია და მას ყველაზე პოპულარულ ქლაბერს უწოდებენ სამეფო დინასტიებს შორის. მის დაბადების დღეზე თავს იყრიდნენ ისეთი ვარსკვლავები როგორებიც არიან სოფი ლორენი, მერაია ქერი, სკარლეტ იოჰანსონი და თვით მაიკლ ჯექსონიც კი!
აზიმს სწავლა ნამდვილად არ აინტერესებს. თვლის რომ ეს დრიოს ფუჭი კარგვაა. თავისი ფულის მნიშვნელოვან ნაწილს ბრუნეის პრინცი ქველმოქმედებაში ხარჯავს.
ჰობი- კლუბური ცხოვრება

image
5. პრინცი ალბერტ პიერ კაზირანგი მონაკოს სამეფო ოჯახის წარმომადგენელია. მას მრავალმხრივი განათლება აქვს მიღებული - ხელოვნებიდან დაწყებული საერთაშორისო პოლიტიკით დამთავრებული. 27 წლის ქერა პრინცი ხშირად სტუმრობს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს. უყვარს ვისკი და მარიხუანა.

ბოლო დროს ანდრეს გვერდით ნაკლებად მიმზიდველი გოგონა, კოლუმბიელი მილიარდერის ქალიშვილი ტატიანა ჩანს, მაგრამ ქორწინებაზე საუბარი ჯერ ნამდვილად ნაადრევია.
ჰობი- კლუბური ცხოვრება

image
6. ბელგიის პრინცი, 26 წლის ამადეო მუქთმიანია. დამთავრებული აქვს ლონდონის ეკონომიკური სკოლა და ბელგიის სამხედრო საჯარო აკადემია. ის სკანდალების გმირი არასოდეს ყოფილა. ინსტიტუტშიც თანატოლებისგან არაფრით გამოირჩეოდა.

პრინცი ამადეო სააუდიტორიო კომპანიაში მუშაობს და დილაობით ჩვეულებრივი ნიუორკერებივით ცენტრალურ პარკში დარბის.
ჰობი - სირბილი და სპორტული ვარჯიშები.


image
7. ლუქსემბურგის 28 წლის პრინცმა ფილიპსმა სამხედრო განათლება ბრიტანეთში მიიღო, მაგრამ სიზარმაცისა და თხილამურებისგან მიღებული ტრამვის გამო მისგან სამხედრო არ გამოვიდა.

პრინცი ახლა თავიდან ფეხებამდე აზარტულ თამაშებშია გადართული და ლუქსემბურგის სამეფო ოჯახსს მისი ვალების გასტუმრებაც უწევს.
ამის გარდა, პრინცი სპორტის მოყვარულიცაა. ამჟამად კი ერთ-ერთ მსხვილ შვეიცარიულ კომპანიაში პიარტექნოლოგად მუშაობს.
ჰობი - სნოუბორდი, კალათბურთი და ფეხბურთი.

0
394
1-ს მოსწონს
ავტორი:მე-ზოლა
მე-ზოლა
394
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0