ცივი კერძები საუზმედ ნაპოლეონი 2013, 13 დეკემბერი, 14:58 ინგრედიენტები:
● ფხვიერი ნამცხვარი (ნაპოლეონის ფირფიტები) - 6 ცალი
● სოკო - 0.5 კილოგრამი
● ქათმის ფილე - 3 ცალი
● კვერცხი - 3-4 ცალი ● მაიონეზი - 300 გ. ● ყველი - 100 გ. ● ხახვი - 1 ცალი ● მწვანილი - მოსართავად მომზადება: ნაპოლეონის ფირფიტები შეგიძლიათ მაღაზიაში შეიძინოთ. სოკო შევწვათ ხახვთან ერთად, მანამდე კი ქათმის ფილე მოვხარშოთ მარილიან წყალში. შემდეგ წვრილად დავჭრათ მოხარშული ქათმის ხორცი და მოხარშული კვერცხის ცილა. ნაპოლეონის ფირფიტებზე ფენებად დავალაგოთ ქათმის ხორცი, სოკო, კვერცხის ცილა და ფენებს შორის წავუსვათ მაიონეზი. ბოლო ფირფიტას ზემოდან მოვაყაროთ კვერცხის გული და გახეხილი ყველი. ამის შემდეგ შევდგათ ჩვენი "ტორტი" ღუმელში 5-10 წუთის განმავლობაში (სანამ ყველი არ დადნება). მომზადებული ნაპოლეონი შეგიძლიათ მორთოთ მწვანილით და... გემრიელად მიირთვით 225 9-ს მოსწონს
|