ესე მომავალ ახალ-წლამდე ნერონ 2013, 13 დეკემბერი, 1:25 მოწყენილი ვარ, ჩემთვის მოწყენილობა არ შეიძლება.ხვალ ახალი წელია მოწყენილთან ერთად მარტოც ვარ.
--
-რამოხდა?
-შენგან წყალი ჩამოდის
-უი ახლავე.გადავკეტე.ბევრი ჩამოვიდა? -არა არც ისე, დროულად ვნახე. -დაგეხმარები -არა იყოს მეთვითონ მივხედავ -კარგი ისევ მარტო დავრჩი, მეგონა პოლიციას გამოძახებდა და მეზობლურ კომფლიქტში ჩამითრევდა.რა უკომფლიქტო ქვედა მეზობელი მყავს, ამაშიც არ გამიმართლა.არ მინდა ახალ-წელს მარტო შევხვდე, განა იმიტომ, რომ ახალი წელი მიყვარს, არა უბრალოდ უკვე პრინციპის საკითხია. -- სახლში ორი გაფუჭებული ტელევიზორი მაქვს, ახალ წელს ორივეს მაღლიდან გადავყრი. -- არა თქვენ ცდებით გამიშვით ხელი, უბრალოდ აბაზანაში ჩამეძინა, არაფერი დამილევია. -- გამარჯობა და აი საგიჟეთში ჩემი პირველი დღე.იმ ძუკნამ დარეკა. ასეთი რა ვქენი, გაზი გავუშვი მთელს სახლში, რამოხდა ვთბებოდი. -ნერონ მე გიჟი არ ვარ, შენ ნერონი ხარ. -მე იმპერატორი ვარ. -ვიცი, მე ვარსკვლავი ვარ.როგორ აღნიშნავთ აქ ახალ წელს? -მეფურად ჰაჰაჰაა ახალი წელი, ახალი წელი, ვიცეკვებთ ნერონისთვის იცეკვებენ -აჰამ გასაგებია.აქ გავერთობი. -- -ექიმო დღეს ახალი პაციენტი მოიყვანეს -რვა წელია ახალ წელს აქ ვხვდებით -მერვე ახალი წელი -პაციენტები შეკრიბე დიდ ოთახში. -- -როგორც ამბობთ არ ხართ გიჟი -არ ვარ -აქ ყველა მაგას ამბობს -ვიცი ნერონი გავიცანი.მე არ ვარ გიჟი, უბრალოდ ახალ წელს მარტო ყოფნა არ მინდოდა -ფსიქოლოგი გჭირდებათ.რატომ გაუშვით გაზი? -არა დღეს პირველი იანვარია, უკვე შემიძლია სახლში წავიდე, ბედობას აქ ვერ დავრჩები -დაგებედებათ? -დიახ -გავაფორმოთ შესაბამისი საბუთები და თქვენს მდგომარეობას "ყურადღების მიქცევის სურვილი ვუწოდოთ" -არა!არ მინდოდა ახალ წელს მარტო ვყოფილიყავი. -ფსიქოლოგთან გაივლით კონსულტაციას -კარგით 14 შეფასება არ არის
|