x
image
ია გელიტაშვილი
არეული,ახალი,განახლებული თაობა
მხატვარი იჯდა კაფეში, უყურებდა ადამიანებს და ხატავდა ღორებს, აი როგორ ნათლად ასახავს დღევანდელ მდგომარეობას.უწინდელსაც იმის წინდელსაც, თუმცა იმედი მრჩება, რომ ეს არ იქნება მომავალი მდგომარეობა, მაგრამ თუ ასე გააგრძელებენ ადამიანები ჩამოყალიბებას არამგონია რამე შეიცვალოს და ისევ დავხატავ, მე არ მომინდება ჩემი ხელი მექანიკურად დახატავს, როგორც ახლა მექანიკურად მაწერინებს.

ქართულის გაკვეთილი, ლექსები, სიმბოლისტები, არეული, დაჩლუნგებული, უაზრო საზოგადოება, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ.უბრალოდ სხედან არ მალავენ უინტერესობას ყველაფრის მიმართ რაც დღეს აქ მოხდება.

ვფიქრობ, რომ დავკარგე და დავკარგეთ ფასეულობები რაც ადრე ჩემთვის და ჩვენთვის ასე საინტერესო საყვარელი და მისაღები იყო ახლა არც საინტერესოა რამე არც საყვარელი და არც მისაღები.გავიზარდე კი, მაგრამ რამ გამოიწვია ყველაფრის გაუფერულება, ამას ვერ მივხვდი.image

თუმცა ერთადერთი რაც არ დამვიწყებია და რის მიმართაც აზრი არ შემცვლია ეს ჩემი საუკეთესო მეგობარი "წიგნია" ამიტომაცაა აქ ეს სურათი.


რაღაცნაირი თაობა დავაბრალოთ ახლა თანამედროვე ტექნოლოგიებს ევროპას თუ სხვა რამეს. ფაქტი ფაქტად რჩება.ყველაზე მნიშვნელოვანი ხომ ჯერ ფაქტი და მერე ამ ფაქტის მტკიცებულებაა.

0
28
3-ს მოსწონს
ავტორი:ია გელიტაშვილი
ია გელიტაშვილი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0