ესე უბრალო მწერლობა მინდა 2013, 3 მაისი, 11:32 არ ვიცი ალბათ გარდატეხა და მისი ასაკი მაინც თავისას შვება.
ჯერ ერთი გინდა, მერე მეორე, მესამეც გინდა და ისიც ხო ისიც მეოთხეც.
ყველაფერში ასეა, საჭმელში, სასმელში, სწავლაში, პროფესიაში...
1 იყო მსახიობობა, ძალიან ყველაზე ძალიან მინდოდა ყველაზე მეტად..
2 იყო ჟურნალისტობა ესეც ყველაზე ძალიან მინდოდა ყველაზე მეტად. 3 ჟურნალისტობა "ბეჭდვური მედია" 4 ჟურნალისტობა "რადიოში მუშაობა" 5 ფილოსოფოსობა 6 ადვოკატობა 7 სახალხო დამცველობა 8 ახლა, ახლა კი უბრალოდ მწერლობა, მწერლობა მინდა.. თუმცა მწერალსაც შეუძლია დაიცვას ხალხი, ისაუბროს ითამაშოს მათ წინ თუმცა როდესაც მაგიდასთან დაჯდება აიღებს ფურცელს და საწერად მოემზადება ივიწყებს ხალხსაც და მითუმეტეს თამაშს.ისვენებს, მთელი დღის დამქანცველი რეჟიმის შემდეგ. მე მაგალითად ასე ვარ ვისვენებ, ვიცლები, ვცოცხლდები, მე ვბედნიერდები. უბრალო მწერლობა მინდა უბრალო მეტი მეტი არაფერი.. 13 1-ს მოსწონს
|