x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დედამ შვილი მოკლა შეცოდების გამო და დღესაც არ ნანობს

image 2010 წელს 57 წლის ბრიტანელმა ფრანცეს ინგლიშმა აღიარა თავის 22 წლის ვაჟის, ტომის მკვლელობა, რომელიც ცერებრალური დამბლით იყო დაავადებული.მან განაცხადა, რომ შვილი შეცოდების გამო მოკლა-უკვე გაუსაძლისი იყო მისი ტანჯვის ყურება.დედამ მას ჰეროინის სასიკვდილო დოზა გაუკეთა, ცოტა ხნის წინ იგი ციხიდან გამოუშვეს იუწყება Daily Mail-ი. 2007 წელს ტომი გადმოვარდა მოძრავი ავტომობილიდან, მიიღო სერიოზული ტრამვები, მათ შორის თავის ქალის, რამაც ტვინის დაზიანება გამოიწვია, ექიმებმა ყმაწვილს ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს.მას მუდმივი მოვლა სჭირდებოდა, ფრანცესმა ვერ აიტანა შვილის ტანჯვა და გადაწყვიტა ამისთვის ბოლო მოეღო, მაგრამ შვილის მკვლელობა წარუმატებლად დამთავრდა, ბიჭი გადარჩა, ხოლო დედა ერთი წლით ჩასვეს ციხეში. 2008 წელს ქალი გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლებული იქნა ციხიდან და მერე გადაწყვიტა დაწყებული საქმე დაემთავრებინა.image ქუჩაში იყიდა ჰეროინი და შვილს სასიკვდილო დოზა გაუკეთა.გამოძიება ამ საქმეზე ორი წელი გრძელდებოდა, საბოლოოდ ქალს 9 წელი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სასამართლოზე ქალი ბევრს ტიროდა და ამბობდა, რომ შვილი ძალიან უყვარდა, ნათესავებიც ეთანხმებოდნენ, არავის უნდოდა რომ ბიჭს მთელი დანარჩენი ცხოვრება ეტანჯა.image სამი წლის შემდეგ სანიმუშო ყოფაქცევის გამო ქალი ციხიდან გაანთავისუფლეს, ქალი ახლაც აცხადებს, რომ სწორად მოიქცა და გაანთავისუფლა შვილი ტანჯვისგან, "მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ეს უფრო ადრე უნდა გამეკეთებინა" -აღიარა ქალმა. ახლა იგი აპირებს გახსნას საქველმოქმედო ფონდი, რომელსაც თავის შვილის სახელობის იქნება.

4
111
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
111
  
2013, 12 დეკემბერი, 20:25
ვერაფერი გავიგე ამ ქალის, შეცოდების გამო მოკლა შვილი რას ჰქვია, როცა გეცოდება ვფიქრობ უფრო ლმობიერი და ყურადღებიანი ხან ათმაგად მის მიმართ, ვიდრე უწინ. ალბათ თვითონ მობეზრდა მისი მოვლა და ნახა ადვილი გამოსავალი. ჩემი აზრი ასეთია.
2013, 12 დეკემბერი, 20:20
ღმერთო ჩემო...ცუდად გავხდი:(((
2013, 12 დეკემბერი, 17:04
ზოგს რა არეული ფსიქიკა აქვს:(
2013, 12 დეკემბერი, 16:17
საწყალი ქალი...
0 1 4