სხვა ღვინის დაყენების ქართული მეთოდი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა 2013, 11 დეკემბერი, 16:41 ქართველები ოდითგანვე მივდევთ მეღვინეობას. ქართველი კაცისთვის ღვინით სავსე მარანი მუდამ იყო და არის საამაყო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია, რომელიც დღესაც აქტუალურია, ესაა ღვინის თიხის ქვევრში დაყენება. 2013 წლის 4 დეკემბერს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა ღვინის ქვევრში დამზადება. სპეციალისტების შეფასებით, ღვინის ქვევრში დაყენების მეთოდს მთელ მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ესაა ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდი ღვინის მომზადების და აღიარებულია მეღვინეობის ერთ-ერთ საუკეთესო ტექნოლოგიად. 30 11-ს მოსწონს
|