x
image
ია გელიტაშვილი
ჩემი რეაქტიული პარანოია
ჯერ ცოტა, რამ თამარის "რეაქტიულ პარანოიაზე" მისი წიგნიდან ამოვკრიფე ფრაზები, რომლებიც მომეწონა კითხვის პროცესში.

-ჩვენ ათასგვარი ომებისა და დაპირისპირებისგან, სისხლისღვრებისა და მონობისაგან გადაღლილი თავისუფლებისმოყვარე ერი ვართ.

-ჩვენი მზე ერთი ჩვეულებრივი ვარსკვლავია, მილიონობით ვარსკვლავებს შორის.

-ადამიანებს იმიტომ არ შეუძლიათ ფრენა, რომ მათ არ გააჩნიათ კილი.


-სანამ აფეთქდები დაითვალე ათამდე.

-გახსოვდეს, იგნორირება ემოციური ძალადობის საუკეთესო საშუალებაა.

-გამომძიებელი ვაშლს თლიდა (შეიძლება ბევრს არაფერს ახსენებს, მაგრამ მე კი)

-ქვეყანას ფილოსოფები უნდა მართავდნენ, რადგან მათ მთავარ ღირებულებად ადამიანის თავისუფლება მიაჩნია და არასოდეს დაუშვებს ვინმეს დაჰკან 41-ე როზგი, თუ მას 40 აქვს მისჯილი.

-ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება.

ახლა კი "ჩემი რეაქტიული პარანოია"

ჩემს მოთხრობაში პირველად შემომყავს სექსი, ადრე გრძნობებს ვაქცევდი ყურადღებას და მგრძნობიარე ტექსტებს ვაგებდი, ადამიანის გულზე დაფუძვნებულს.მერე მივხვდი, რომ ეს არავის სჭირდება და ერთადერთი რაც უნდათ "დაეგდე და დავეგდებია"

როცა ბოლომდე კითხულობ ტექსტს სადაც სიყვარულია ხოლო რეალურ ცხოვრებაში ეს ისეთი გაუფასურებულია, რომ ლარს უფრო დაადეს ფასი.შენ გიჩნდება გრძნობა, რომ გატყუებენ როცა გეუბნებიან, რომ"მთავარი სიყვარულია", "სიყვარულისთვის ყველა მსხვერპლი დასაშვებია" "სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი"საერთოდ არ მინახავს ვერტიკალური სიყვარული, რომელიც ბრუნავს, ან მარადიული, ან ისეთი, რომელიც ზღვას ჰგავს.უკვე ტექსტებიც რომანტიკა დაკარგულია და სიტყვა მიყვარხარ, უბრალო ტავტოლოგიად იქცა წინადადების თავსა და ბოლოში.

რეალურად, რომ შევხედოთ ხალხს სწორედ ეს მოსწონს, რაც უფრო დრამატული სიყვარულის მძაფრი სიუჟეტი იქნება უფრო გაყიდვადია ტექსტი.კი ბატონო, თქვენი ნებაა.

საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, რომელსაც მერე მშვენიერი მწერლის თამარის წიგნის მსგავსად "რეაქტიული პარანოია" ვუწოდე ოღონდ "ჩემი რეაქტიული პარანოია" რომელიც ჯერ აკვიატებას, შიშს, სიძულვილს, გამოძიებას და მერე უკვე პარანოიას დაემსგავსა.ყველას აქვს შიშები და ყველას გააჩნია ინტუიცია.თუმცა მგონია მე განსაკუთრებული ინტუიცია მაქვს, გინდ ქალური უწოდეთ და გინდ ნებისმიერი სხვა.მთავარია ეს არსებობს, რაც ხშირ შემთხვევაში სხვას არ აძლევს ჩემი მოტყუების შესაძლებლობას.უკვე გამოვიმუშავე იმუნიტეტი გავხდი გამომძიებელი და ეს პროფესია შესანიშნავად მოვირგე.

ახლა პარანოია დაჩემებული შიფრის კოდით, მახვილი თვალით, კარგი სმენით და ასევე კარგი ყნოსვით სათითაოდ ვარჩევ იმ სიტყვებს, რომელსაც ჩემი რესპოდენტი ამბობს.უკვე დავიჭირე ნაცნობი სიტყვა, რასაც ვეძებდი და ახლა მის გარშემო ვტრიალებ.ასე იყო მაშინაც როცა ერთი თვის წინ ზუსტად ორი თვე ვიკვლევდი ერთ მეტად სერიოზულ საქმეს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო ჩემს გრძნობებთან.მოკლედ ეს ერთი თვის წინანდელი საქმე, როგორც ვივარაუდე ისე განვითარდა და დამთავრდა.თუმცა ყველაფრის მიუხედავად ბოლოს გამიკვირდა.ახლაც ასეა, ისევ ვუკავშირებ ფაქტებს ერთმანეთს და მალე ამ საქმესაც სიღრმისეულად გამოვიკვლევ.

ძნელი და საშიშია, როცა ჩემნაირ ადამიანს გადაეკიდები.

ახლა ვცდილობ გამოვიკვლიო კაცების რამდენნაირი ტიპი არსებობს, მათზე ცდების ჩატარება მინდა და აუცილებლად მოვათავსებ მათ საცდელ დანადგარში.იმედია ექსპერიმენტი წარმატებული გამოვა და თხუნელებად არ გადაიქცევიან. (გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება)

ეს უკვე რეაქტიულ პარანოიად მექცა სურვილი ყველაფრის გამოძიების და ამას წინათ ჩემს დაქალს დავუპოსტე (21-ე საუკუნეში ხომ ყველა პოსტებით საუბრობს) რომ სანამ გავგიჟდებოდი ჩემს რეაქტიულ პარანოიას დავწერდი და დავუტოვებდი.

მოკლედ ძირითადი პარანოია უნდობლობაში მგდომარეობს.არ ვენდობი ადამიანებს, იმიტომ, რომ ადრე საკმარისზე მეტად ვენდობოდი.image


0
25
2-ს მოსწონს
ავტორი:ია გელიტაშვილი
ია გელიტაშვილი
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0