x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
როგორ ახდენდა კოლეგაზე ძალადობას კერძო საავადმყოფოს დირექტორი და ყოფილი დიპლომატი და რა ელის მას?
imageექიმმა და ყოფილმა დიპლომატმა დაიჭირა კოლეგა ქალი და სქესობრივი კავშირის დამყარება მოსთხოვა თავის კაბინეტში, მაგიდაზე. აღშფოთებულმა ქალმა მოძალადე მოიგერია და სასამართლოში უჩივლა. 46 წლის დოქტორი ჩუკვუმა იგბოკვე აიძულებდა ქალს ჰქონოდა მასთან კავშირი. ჩუკვუმა იგბოკვე ნიგერიის რესპუბლიკის ელჩი იყო დიდ ბრიტანეთში. შემდეგ კი წმინდა ლუკას კერძო კლინიკის დირექტორი. ის ბრალდებულია თავისი უმცროსი კოლეგის დაშინებაში და დევნაში.

42 წლის ვანესა ტერლი ითვლება დაზარალებულად სიტყვიერ შეურაცხყოფაში და სექსუალური სახის ზეწოლაში, როცა ის აღნიშნულ საავადმყოფოში მუშაობდა. მან მოუყვა ექიმებს და სამედიცინო პერსონალს, რომ მიდიოდა სამსახურიდან და შეჰქონდა სარჩელი სასამართლოში.image

ქალმა ადრეც განაცხადა ამის შესახებ, მაგრამ არავინ უჯერებდა, არც მტკიცებულება გააჩნდა, იგბოკვეც უფრო გათავხედდა და უხეშად ექცეოდა. დაიწყო ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა. სთხოვდა შეხვედრას ადგილობრივ სასტუმროებში. ქალი საშინლად გრძნობდა თავს. ამბობს, რომ ეშინოდა ყოველი დილის გათენების, როცა სამსახურში უნდა წასულიყო. მაშინაც კი, როცა სამსახური მიატოვა და სასამართლოში შეიტანა სარჩელი, მასზე თვალთვალი და ზეწოლა არ შეუწყვეტია. ვანესა იღებდა პორნოგრაფიულ შეტყობინებებს, რომელსაც ქმარი და შვილები ნახულობდნენ. მეგობრები კი ეუბნებოდნენ, რომ ვერცხლისფერი მერსედესით დარაჯობდნენ.

გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში იგბოკვეს სავარაუდოდ ელოდება სამედიცინო რეესტრიდან ამოშლა.


ვანესა ახლა ბევრად უკეთ გრძნობს თავს, საქმის მოსმენა კი გრძელდება.

1
108
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
108
  
2013, 17 დეკემბერი, 18:31
ვაა რა მოხდა, გაუშვით ჩვენი ქალები და არ ექნება პრობლემა ჩუკვუმა იგბოკვე ნიგერიის რესპუბლიკის ელჩს, აღარც ჩივილი და აღარც უარი სექსზე
0 1 1