x
image
ტორნადო07
ორიგინალური და კრეატიული პორტრეტის გადაღების 10 ხერხი
image1)შეცვალეთ პერსპექტივა: პორტრეტების უმრავლესობას ადამიანები თვალების დენეზე იღებენ, ეს ლოგიკურიცაა, მაგრამ გადაღების კუთხის მკვეთრი ცვლილება თქვენს პორტრეტს უფრო ორიგინალურს გახდის.


2)ითამაშეთ გამოხედვით: გასაოცარია როგორ ცვლის ფოტოს ობიექტის გამოხვა. ფოტოების უმრავლესობაში ადამიანი პირდაპირ ობიექტივში იყურება. თუმცა არსებობს რამოდენიმე სხვა ვარიანტიც.

ვარიანტი ა: გამოხედვა "კამერიდან". სთხოვეთ მოდელს შეხედოს რაიმეს ობიექტივის მიღმა. ეს შექმნის გულახდილობის შეგრძნებას და დააფიქრებს მნახველს თუ რას უყურებს მოდელი. ასეთი ინდტიგა განსაკუთრებით მაშინ გამოვლინდება, როდესაც ფოტოზე ემოციები გამოვლინდება (მაგალითად როდესაც იბადება კითხვა "რა აცინებს ამ ადამიანებს? ან რამ გააკვირვა?".

ვარიანტი ბ: გამოხედვა კადრში. მოდელი უყურებს რაღაცას რაც კადრშია. ბავშვი უყურებს ბურთს, დედა უყურებს ახლად დაბადებულ ბავშვს. ეს ასევე საშუალებას მოგცემთ შექმნათ "ფოტო ისტორია".



3)დაარღვიეთ კომპოზიციის წესები: არსებობს კომპოზიციის შექმნის მრავალი წესი. საჭიროა ამ წესების ცოდნა, რომ შემდეგ სპეციალურად დაარღვიო ისინი. ზოგჯერ ამას საინტერესო შედეგები მოაქვს.


4)ჩაატარეთ განათების ექსპერიმენტები: როდესაც საუბარი დგება განათებაზე, არსებობს მრავალი ხერხი ფოტოს გაუმჯობესებისა. გვერდითი განათება ხასიათს ქმნის. განათების სხვა ხერხები საშუალებას მოგცემთ დამალოთ დეტალები.


5)გაიყვანეთ მოდელი კომფორტის ზონიდან: ერთი ფოტოგრაფი აკეთებდა ბიზნესმენის ფოტოსესიას მის სახლში. გადაღებულ იქნა მრავალი ფოტო, სამუშაო მაგიდასთან, კრესლოში, ბიბლიოთეკაში და სხვა, მაგრამ არაფერი გამოარჩევდა ამ ფოტოებს საერთო მასიდან. მოდელს ფოტოები მისთვის უჩვეულო გარემოში გადაუღეთ.


6)შექმენით გულახდილობა: ზოგჯერ ფოტოები ძალიან "დადგმულად" გამოიყურება. ზოგოერთი ადამიანი ცუდად გამოდის ფოტოზე თუ პოზირებს. ამიტომ ჯობია მას სურათები რაიმე საქმიანობის კეთებისას გადაუღეთ. ეს განსაკუთრებით ბავშვების გადაღებისას გამოდის.


7)დაამატეთ უცხო საგანი: დაამატეთ უჩეულო საგანი ფოტოზე, რაც უფრო დამატებით ინტერესის სფეროს შექმნის ფოტოზე. თუმცა ეს საკმაოდ სარისკოა, რადგან შეიძლება მაყურებელმა ყურადღება სხვა ობიექტზე გადაიტანოს.


8)ფოკუსირება სხეულის მხოლოდ ერთ ნაწილზე გააკეთეთ: მიდით ადამიანთან იმდენად ახლოს, რომ სახის მხოლოდ ნაწილს გადაუღოთ. ზოგჯერ ის რაც აკლია ფოტოზე უფრო მეტს ამბობს ადამიანის შესახებ, ვიდრე ის რას ფოტოზეა.


9)დამალეთ ადამიანის ნაწილი. ეს შეიძლება ტანსაცმლის, სხვადასხვა საგნების ან უბრალოს ხელის საშუალებით გააკეთოთ.


10)გააკეთეთ ფოტოების სერია: ასე თქვენ შეგიძლიათ მაყურებელს ფოტოების სერია აჩვენოთ ერთი სტატიკური ფოტოს მაგივრად.


ზემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ არასტანდარტული კრეატიული ფოტოების შექმნაში, მაგრამ საშიროა ეს რჩევები ჭკვიანურად გამოიყენოთ. დაიმახსოვრეთ სანამ წესების დარღვევას დაიწყებთ, ისინი უნდა ისწავლოთ.



0
147
1-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0