x
image
ლეელ
მარგელონის სინდრომი-XXI ს-ის კოშმარი
image დაავადება მარგელონი მეცნიერებმა უკვე მონათლეს XXI საუკუნის წყევლად და კოშმარად. შეფასება გადაჭარბებული არაა, რადგანაც პლანეტის ათასობით ადამიანის რეალურ კოშმარად იქცა ეს დაავადება. ის, რასაც დაავადება იწვევს, ფანტასტიკის არეალს სცდება და რაც ადამიანებს ემართებათ, მხოლოდ საშინელებათა ფილმში შეიძლება ვნახოთ. მეცნიერებმა ვერ დაადგინეს რასთან გვაქვს საქმე, დაავადება დერმატოლოგიურია, ალერგიული, ინფექციური თუ ფსიქიატრიული. მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება: პლანეტის ეს უახლესი დაავადება გამოწვეულია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან.

წლების განმავლობაში მარგელონის შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი. სავარაუდოდ, იგი 2002 წელს გამოვლინდა პირველად ამერიკაში. სხვადასხვა ავტორები სამედიცინო ლიტერატურაში მას პარაზიტულ, ინფექციურ, ტოქსიკურ ან ნერვოლოგიურ დაავადებად მოიხსენებდნენ. არიან ისეთებიც, ვინც თვლიან, რომ მარგილონი დიდი ხნის წინ გამოვლინდა, იგი მუნის სახეცვლილი ვარიაციაა.

დაავადების სიმპტომები ასეთია:ინფიცირდება ადამიანის მთელი ორგანიზმი, მაგრამ გარეგნულად მხოლოდ წყლულის გაჩენის შემდეგ ვლინდება. იარას ახლავს წვა, ქავილის აუტანელი შეგრძნება, ჭრილობები რთულად ხორცდება და რჩება ნაიარევი, შემდეგ ახალი წყლული იჩენს მის ადგილას თავს, წყლულებიდან ძაფების, ბუსუსების, თმის ღერების... მსგავსი "უცხო სხეულები" ამოდის, ზოგჯერ მათი შეფერილობა სხვანაირია. ლურჯი, თეთრი ან შავია. პარაზიტის სიგრძე 1.5-2სმ-ია. ავადმყოფს აქვს შეგრძნება, რომ კანქვეშ მატლები, ხოჭოები ან სხვა სახეობის მწერები ფუთფუთებენ და კბენენ. ქვეითდება მეხსიერება, მხედველობა. ადამიანი გრძნობს დაღლილობას.

დოქტორი რაფაელ სტრიკერი, სან-ფრანცისკოდან, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მარგელონის წარმოქმნაში "დამნაშავეა" მცენარეების ანუ აგრობაქტერია, რომელიც შესაძლებელია ადამიანის სხეულში ტკიპამაც კი შეიტანოს.პარალელურად სხვა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაავადებას მუტაციის დროს წარმოქმნილი "სოკოები" იწვევს, სოკო ხვდება ორგანიზმში, იწყებს გამრავლებას, ბეწვისმაგვარ ქსოვილებს, რომლებიც ზრდის პროცესში კანს აწვება და იწყებს გარეთ გამოსვლას.


საბოლოოდ დადგინდა, რომ აგრობაქტერია არა მხოლოდ აავადებს ადამიანს და ცხოველურ უჯრედებს, არამედ იწვევს მათში გენების მიგრაციას. მარგელონის წარმოშობილი პლაზმიდები, რომელიც შეიცავს სხვადასხვა მცენარისა და ცხოველის ტრანსგენებს, სიმსივნის ჩამომყალიბებელი ნიადაგის ბაქტერიებია, რომლებიც ბილოტექნოლოგები ორგანიზმში უცხო გენის ჩანერგვის დროს იყენებენ. მედიცინის დოქტორი რიმა ლეიბოუცი ამტკიცებს, რომ მარგელონს წარმოშობს გენმოდიფიცირებული ორგანიზმი. მან დაადგინა, რომ დაავადებულის ორგანიზმიდან ამოღებული "ძაფები" შეიცავს სოკოებისა და იმ ბაქტერიების დნმ-ს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება გმო-ს მისაღებად.

2
520
8-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
520
  
2013, 9 დეკემბერი, 21:00
ხოო სრული საშIნელებაა... ამიტომაა, რომ სადაც არ უნდა ვიყიდოთ ხილ-ბოსტნეული კარგად უნდა გავრეცხოოთ. თუნდაც ჩვენი მოყვანილი იყოს. არ გვაქსვ გარანტია რომ უსაფრთხოა. უფალმა ყველა დაიფაროს ამგვარი დაავადებისგან
2013, 9 დეკემბერი, 20:59
ესღა გვაკლდა:(
0 1 2