x
image
რუსუდან ბერიძე
უგემრიელესი ბლითები (მაშას რეცეპტებიდან)
image

ეს ყველაზე გემრიელი ბლითებია, რაც კი ოდესმე გამისინჯავს.უკვე 2-ჯერ გავაკეთე–გასაოცარია!რბილი–ძალიან ჰაეროვანი, ხრაშუნა კანით!

გულსართი ნებისმიერი შეიძლება გაუკეთოთ რაც მოგწონთ.მე ძალიან მომეწონა ლეღვის ჯემით.ძალიან კარგი იქნება დაშაქრული ცოცხალი ჟოლოთი ან კურკაგამოცლილი დაშაქრული ცოცხალი ალუბლითაც.შეგვიძლია მოხარშული კრემითაც გავაკეთოთ როგორც მასწავლეს.

საჭირო ინგრედიენტები ცომისთვის:


–რძე–500გრ.

–კვერცხი–2ც

–შაქარი–3 ს.კ.

–კარაქი ნაღების ან მარგარინი–125გრ.

–მარილი–1, 5ჩ.კ.

–საფუარი–11გრ.

–თბილი წყალი–0, 5ჭ.

–1 შეკვრა ვანილი

–ფქვილირამდენსაც შეიზელს, ისე რომ ცომი არ იყოს მაგარი მაგრამ ხელებზეც არ უნდა ეკროდეს.

ამ რაოდენობის პროდუქტებიდან გამოდის 40 ასეთი ბლითი.(მე ყოველთვის ნახევარს ვაკეთებ)


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

რძე და წყალი შევურიოთ, შევაცხელოთ, ჩავყაროთ საფუარი, მარილი და 1ს.კ–შაქარი, ცოტა ფქვილი, მოვურით და გავაჩეროთ 15 წუთი რომ საფუარმა მოქმედება დაიწყოს.კვერცხი და დარჩენილი შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ გამდნარი და შეგრილებული კარაქი ან მარგარინი, ვანილი და შევაერთოთ საფუარიან მასასთან.შემდეგ თანდათან შევაზილოთ ფქვილი.მიღებული ცომი გადავიტანოთ ხის დაფაზე და ფქვილთან ერთად მანამ ვზილოთ ვიდრე არ მივიღებთ საშუალო სიმკვრივის ცომს, ისეთს რომ ხელზე არ გვეკვროდეს.დავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილას 1.5 საათი, ვიდრე ჩვენი ცომი 2-ჯერ მაინც არ გაიზრდება მოცულობაში.

თუკი 1საათში ამოვიდა ცომი სასურველ ზომამდე, მაშინ უკვე მზადაა და შეგვიძლია შევუდგეთ ბლითების მომზადებას.

ამისთვის უნდა გადმოვიტანოთ ცომი ისევ ხის დაფაზე, გავაბრტყელოთ 1სმ.სისქეზე და საშუალო ზომის თხელი ჭიქით გამოვჭრათ წრეები და დავაწყოთ ზეთწასმულ ზედაპირზე რომ არ მიიკრას ძირზე.ისევ გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ მანამ ვიდრე 2ჯერ მაინც არ გაიზრდება მოცულობაში.

ავიღოთ ღრმა ქვაბი, ბლომად ჩავასხათ მასში მცენარეული ზეთი, ისე რომ ნახევარზე მაინც დაიფაროს ჩვენი ბლითები, ორივე მხრიდან შევწვათ ისე რომ ოქროსფერი გახდეს, გადმოვიღოთ ქაღალდის ხელსახოცზე რომ ზედმეტი ცხიმისგან განთავისუფლდეს.შეგვიძლია შაქრის პუდრა მოვაყაროთ და ისე მივირთვათ ან მჭრელი დანით გავჭრად ერთი მხრიდან შუაზე და გულსართი გავუკეთოთ.ზოგი თავიდანვე–გამოცხობამდე უკეთებს გულსართს, მაგრამ მერწმუნეთ ასე გაცილებით უკეთესია.გამოცხობაში ზოგჯერ გულსართი გამოდის გარეთ, თუ თავი კარგად არ მოუკარი.თან ასეთი ლამაზი და ჰაეროვანი არ გამოდის.(მე ასე მომზადებული მეტად მომწონს).

მიირთვით ვიდრე ბლითები ცხელია.

მოსინჯეთ ამ რეცეპტით ბლითების მომზადება, დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ და...


image

გემრიელად მიირთვით!



თქვენი მაშა.










2
30256
8-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
30256
  
2013, 9 დეკემბერი, 15:24
მეც რომ ვწერდი თან ვფიქრობდი ახლა მომცათქო:D
2013, 9 დეკემბერი, 15:18
მომინდა :)
0 1 2