x
image
ლეელ
კოლხი ქალი-მედეა
ბერძნული მითის მიხედვით, მედეა კოლხეთის მეფე აიეტის უმცროსი ქალიშვილი იყო, რომელსაც შეუყვარდა, ოქროს საწმისის წამოსაღებად ჩასული, არგონავტების წინამძღოლი აიეტი. სწორედ მედეას დახმარებით მოიტაცა იასონმა ოქროს საწმისი. იასონზე შეყვარებული მედეა საბერძნეთში გაჰყვა არგონავტებს. საბერძნეთში მას ცოლად ირთავს აიეტი და მასთან ერთად ცხოვრობს ბედნიერად გარკვეული დროით.

მედეა, როგორც ანტიკურობაში, ისე თანამედროვე მსოფლიოში, არ კარგავს აქტუალობას. ესაა ქალი, რომელშიც გაერთიანებულია ქალის ყველანაირი თვისება. მის გონებაში მუდამ იბრძვის ორი ბუნება: ბოროტი და კეთილი. მისი ცხოვრების ბოლო ეტაპი ორი მითითაა გადმოცემული. 1.კორინთელმა ქალებმა შვილები დაუხოცეს. 2. თვითონ დაკლა თავისი შვილები. ორივე მითი გამოწვეულია იასონის ღალატით.

ამ სტატიაში კი მინდა ევრიპიდეს "მედეას" გულის ტკივილი გადმოგცეთ, რომელიც ვფიქრობ, რომ დღესაც ქალთა უმეტესობას აწუხებს და იმედს ვიტოვებ, მამაკაცებს დააფიქრებთ მედეას სიტყვები:

"რამდენი სულდგმულია ამ ქვეყნად, რამდენ გულში ღვივის გრძნობა და აზრი, მაგრამ არ მოიძებნება არსება ქალზე უფრო უმწეო და საცოდავი. ჯერ არის და, მამასახლისად ვყიდულობთ ქმარს, მაგრამ მალე ირკვევა, რომ მონა კი არა, დესპოტი შეგვიძენია, ხორცის მჯიჯგვნელი.... ალალბედზე შევდივართ ქმრის სახლში-უცხო ხალხი, უცხო წესი, უცხო გარემო... მიდი და იმტვრიე თავი, სადა ხარ, ვისთან ხარ, ვინ გიწევს გვერდით, კაცი თუ მხეცი?!"


image

0
691
13-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
691
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0