სალათები ქათმის კუჭებისგან მომზადებული უგემრიელესი სალათი (მაშას რეცეპტებიდან) 2013, 8 დეკემბერი, 15:33 ![]() –ქათმის კუჭები–400გრ. – 1საშუალო სიდიდის ხახვი და სტაფილო.დაფნის ფოთოლი. –კვერცხი–3-4 ცალი –კიტრი–1მოზრდილი, ან 2 პატარა თავი. –მწვანე ხახვი–1 პატარა შეკვრა. –3-4 ს.კ–მაიონეზი. –მარილი და წიწაკა გემოვნებით. მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: 1.პირველ რიგში ამ სალათის მოსამზადებლად, მთავარი ინგრედიენტი–ქათმის კუჭები გავასუფთაოდ კარგად და ჩავყაროთ ქვაბში.დავასხათ წყალი, ასევე ჩავყაროთ გასუფთავებული სტაფილო და ხახვი– დაუჭრელად, შავი წიწაკის მარცვლები, დაფნის ფოთოლი და ცოტა მარილი და მოვხარშოთ 1 საათის განმავლობაში.შემდეგ ამოვიღოთ, გავაცივოთ და დავჭრათ თხელ ფირფიტებად ან ჩხირებად. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 6.შემდეგ დავუმატოთ მაიონეზი ან არაჟანი, თუ არაჟანს ვუკეთებთ სასურველია ცოტა მდოგვი დავამატოთ, უფრო სასიამოვნო გამოვა სალათი.ასევე გემოვნებით მოვაყაროთ მარილი და შავი წიწაკა. ![]() 7.მოვურიოთ კარგად და ჩვენი გემრიელი სალათიც მზადაა.სუფრასთან მიტანის წინ გავაფორმოთ მწვანილით–სალათის ფოთლებით.ეს სალათი კარგია როგორც გაკეთებისთანავე, აგრეთვე მეორე დღესაც.გააკეთეთ ეს უგემრიელესი სალათი და ... ![]() მიირთვით გემრიელად! თქვენი მაშა 1443 4-ს მოსწონს
|