მოგზაურობა ყვავილოვანი სამოთხე საფრანგეთის არაჩვეულებრივ რესტორანში 2013, 7 დეკემბერი, 22:35 როგორ ფიქრობთ, რა წარმოადგენს რომანტიკული ვახშმის განუყოფელ ნაწილს? ბევრი თქვენგანი უპასუხებს, რომ ეს ყვავილებია. თუ ამ აზრს ეთანხმებით, მაშინ აუცილებლად მოგეწონებათ ატმოსფერო, რომელიც გამეფებულია ფრანგულ რესტორანში Mas Provenca. ეს მყუდრო დაწესებულება მდებარეობს ნიცასთან ახლოს და უფრო ორანჟერეას გვაგონებს, ვიდრე რესტორანს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ დედამიწაზე სხვაგან იპოვოთ ასეთი ადგილი, რადგან ვერცერთი რესტორანი ვერ დაიკვეხნის ყვავილების ასეთი მრავალფეროვნებით. Mas Provenca-ში ხეებიც კი ხარობს და მათი ხილით თქვენ შეგიძლიათ პირი ჩაიგემრიელოთ. მაგრამ იმის თქმაც არ შეიძლება, რომ ეს რესტორანი განურჩევლად ყველას მოსწონს: ერთნი აღფრთოვანებაში მოდიან მისი ნახვისთანავე, მეორენი ამას თვლიან გემოვნების სრულ უქონლობად. როგორც ამბობენ, გემოვნებაზე არ დაობენ. შენობის ინტერიერს განუმეორებლობას ანიჭებს ჩანჩქერი და ირგვლივ მომიფანტული ანტიკვარული ნივთები, ხოლო ჭერიდან ირგვლივ ეშვება ვაზის ლიანები. როგორც სტუმრები ამბობენ, აქ ჰაერი სუფთაა და სასიამოვნო არომატით გაჟღენთილი. ხოლო მცენარეები კი იდეალურადაა მოვლილი.მათ გამუდმებით რწყავენ, აცილებენ ზედმეტ გამხმარ ტოტებს, ყვავილებს და ფოთლებს. რესტორნის მფლობელი მთავარ აქცენტს მაინც სამზარეულოზე აკეთებს. ამ დაწესებულების მენიუ დახვეწილი და გამორჩეული კერძებისაგან შედგება, რომლებსაც გამოცდილი პროფესიონალი მზარეულები ამზადებენ. თუ ამ ყვავილოვანი რესტორნის მონახულებას გადაწყვეტთ, იცოდეთ, რომ სადილი ან ვახშამი 2 პერსონაზე 100-150 ევრო დაგიჯდებათ. მაგრამ ეს ამად ღირს, რადგან Mas Provencal დამსახურებულად ითვლება ლაჟვარდოვანი სანაპიროს ყველაზე საუკეთესო რესტორნად: ცოცხალი მუსიკა, არჩვეულებრივი გარემო, დახვეწილი კერძები და ყურადღებიანი მომსახურე პერსონალი თქვენს ვახშამს მართლაც ზღაპრულად გადააქცევს. 54 11-ს მოსწონს
|