თავის მოვლა საახალწლო რჩევები თქვენი სილამაზისთვის 2013, 7 დეკემბერი, 19:12 საახალწლოდ ყველას გვინდა საუკეთესოდ გამოვიყურებოდეთ. ქალბატონებს, რომელებსაც არ აქვთ ფუფუნება სალონებში ძვირადღირებული პროცედურები ჩაიტარონ და სპორტ-დარბაზებში საათები დაჰყონ შეუძლიათ სახლის პირობებში მარტივად მიაღწიონ სასურველ შედეგს.
პირველ რიგში მივხედოთ წონას.თუ ჩვენ გვაწუხებს ზედმეტი კილოგრამები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება დიეტაა სწრაფად წონის დასაკლებად.დიეტა არის 3 დღიანი,
სამი დღის განმავლობაში ვსვამთ მხოლოდ 1 ქილა მაწონში გავურიოთ თაფლი და ხსნადი ყავა.საკმაოდ გემრიელი დიეტაა.
თაფლის ნიღაბი არაჟნით 1 კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი არაჟანი, 1 სუფრის კოვზი თაფლი ერთმანეთს შევურიოთ.მიღებული მასა სახეზე და ყელის მიდამოებში წავისვათ . 20-25 წუთის შემდეგ სველი პირსახოცით ჩამოვიწმინდოთ სევე დილაობით სახე ყინულის ნაჭრებით გავიწმინდოთ . ეს ატონიზირებს კანს აახალგაზრდავებს. საახალწლოდ ფრჩხილებსაც ჭირდება სპეციფიური მოვლა ყველაზე მარტივი და იაფი საშუალებაა ერთ ჭიქა თბილ წყალში, ჩავამატოთ ერთი სუფრის კოვზი მარილი. "ნარილწყალში" ხელები გავაჩეროთ 15-25 წუთი რაც შეეხება თმას ის არამარტო საახალწლოდ არამედ სულ მოვლილი უნდა იყოს.ერთ-ერთი მარტივი მეთოდი თმის გასაჯანსაღებლადაა მაიონეზის ნიღაბია.აიღეთ 100გრ. მაიონეზი, დაუმატეთ 1კოვზი არაყი (მე არ ვუმატებ ხოლმე) და 1 კოვზი ლიმონის წვენი. შეიზილეთ სველ თმაზე და გაიჩერეთ 20–30წუთი. შემოიხვიეთ პარკი და ზემოდან პირსახოცი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი განსაკუთრებით მშრალი ტიპის თმას მოუხდება. რაც შეეხება კბილებს მარტივად კბილების გათეთრება შეიძლება ერთ კოვზ სოდაში რამოდენიმე ლიმნის წვეთი უნდა დავუმატოთ და წარმატებებს და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ... 121 3-ს მოსწონს
|