თევზეული შემწვარი კრევეტები 2013, 7 დეკემბერი, 13:00 ინგრედიენტები:
● კრევეტები - 800 გ.
● ლიმნის წვენი (სასურველია ახალგამოწურული) - 1/4 ჭიქა
● ზეითუნის ზეთი - 2 სუფრის კოვზი
● ნიორი - 3 კბილი ● ლიმნის კანი (გახეხილი) - 1 ჩაის კოვზი ● წითელი პილპილი - 1/4 ჩაის კოვზი ● ოხრახუში (დაჭრილი) - 2 სუფრის კოვზი მომზადება: საცხობ ქაღალდზე დავალაგოთ კრევეტები, მოვასხათ ზეითუნის ზეთი. ამასობაში ავურიოთ ლიმნის წვენში დანარჩენი ინგრედიენტები ოხრახუშის გარდა. მიღებული მასა მოვასხათ კრევეტებს და შევდგათ ღუმელში 250 გრადუს ცელსიუსზე 8-10 წუთის განმავლობაში. ღუმელიდან გამოღებულ კრევეტებს შეგვიძლია მოვასხათ ლიმნის წვენი და მოვაყაროთ ოხრახუში, ამის შემდეგ კი... გემრიელად მიირთვით 1690 8-ს მოსწონს
|