საქართველო რა ელოდება საქართველოს?! 2013, 5 დეკემბერი, 20:38 ![]() 2.“მავთულხლართების პოლიტიკის" უფრო გააქტიურება, კერძოდ, რუსეთი შეიძლება შეეცადოს თავისი კონტროლის ფარგლებში მოაქციოს საქართველოს ცენტრალური მაგისტრალი, რითაც, თავის მხრივ, მძიმე ეკონომიკურ დარტყმას მიაყენებს ჩვენს ქვეყანას. 3.ქართული წარმოების საქონლის რუსეთის ბაზრიდან გამოძევება სრულად. 4.ყოველგვარი ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე, საბრძოლო ოპერაციების დაწყება(აშშ-ის ხელისსუფლებამ ღიად დააფიქსირა ბოლო პერიოდში, რომ მისთვის პრიორიტეტული ხდება ქვეყნის შიდა განვითარება და სტაბიუილურობა.რა თქმა უნდა, აშშ თვალს არ დახუჭავს შეიარაღებულ ზეწოლაზე, მაგრამ არც მძაფრ ქმედებებს უნდა ველოდოთ მისგან.ღმერთმა არ ქნას, და თუ ამას ისიც დაემატა, რომ უკრაინაში რუსეთმა თავის მიზანს მიაღწია, უფრო თამამად წავა ამ ნაბიჯზე.) რაც შეეხება ვადებს, როდისაა რუსეთისაგან ზეწოლის დაწყება მოსალოდნელი? მოგეხსენებათ, რომ ამ ზამთარს სოჭში იმართება ოლიმპიადა, ამიტომ რუსეთი, სავარაუდოდ, ეცდება მშვიდობიანად ჩაატაროს იგი, რათა თავად არ მიიღოს ეკონომიკური ზარალი.მისი დამთავრების შემდეგ კი, სანერვიულო მართლაც გვაქვს.ჩრდილოელ მეზობელს ხელ-ფეხი ეხსნება, ყველაფერია მოსალოდნელი;ეკონომიკური ბერკეტების გარდა, საბრძოლო მოქმედებებიც არაა მისთვის უცხო, მით უმეტეს, რომ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი სწორედ რომ ხელსაყრელია როკის გვირაბით ჯარების შემოსვლისათვის. გაზაფხულამდე როგორმე უნდა შეძლოს საქართველომ და შესაძლო აგრესიისგან თავდაცვის გზები გამონახოს.პირველ რიგში ეს უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევა მოსალდნელ საფრთხეზე, მათი აქტიური მხარდაჭერის მოპოვება. 47 2-ს მოსწონს
|