x
image
გაბილა
ჩემი 20ნება
ჰამერჯობათ,


რამდენი თქვენგანი ოცნებობს. ან რამდენ თქვენგანს აქვს რაიმის მიღწევის სურვილი... იცით, რომ ზოგი ოცნებაზე ოცნებობს.


ოცნება - სიტყვას რო დავუკვირდეთ მივხვდებით რა არის. ეს არის ოცი ნება. სხვანაირად: თუ კი ჩვეულებრივ რამე გინდა, ეს ერთი ნებაა. აი თუ ორჯერ უფრო მეტად გინდა ესეიგი ეს ნდომაზე მეტია, თუმცა ოცი ნება?


ე.ი. როცა ძალიან ძალიან და კიდევ ოცჯერ ძალიან გინდა.



რა შეიძლება იყოს ეგეთი? ისეთი რამე რაც ყველაზე მეტად გინდა ადამიანს. ოცჯერ უფრო მეტად ვიდრე სხვა ნებისმიერი რამ.


ბევრგან, პოზიტიური და წარმატების ფსიქოლოგიის მიმდევრები ამბობენ, რომ ხშირად ადამიანები კონცენტრირდებიან იმაზე თუ რა არ უნდათ. მათ ძალიან კარგად იციან რა არ უნდათ...


არ უნდათ ასე ყოფნა, არ უნდათ უფულობა, არ უნდათ უშეყვარებულობა, არ უნდათ სახლში რო ეჩხუბებიან, ან გარეთ, ან ან..


მოკლედ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის რაც არ გინდა აღარ იქნება.


როგორც ამბობენ, არსებობს ერთი დიიდი, დიიიდი კანონი სახელად ვაკუუმი: მისი მიხედვით არ შეიძლება არებობდეს ცარიელი სივრცე, შენ თუ რაღაც არ გინდა ე.ი. მაგ ადგილას სიცარიელის წარმოშობას უწყობ ხელს რაც ვერ მოხდება, რადგან ვაკუუმის კანონის მიხედვით ის რაღაცით უნდა იყოს შევსებული. შესაბამისად, იმის პირობებში რომდესაც არ ვიცით რა გვინდა, ის ისევ ივსება იმით რაც არ გვინდა.


ჰოდა. მე20ნებეებო ერთ რამეში უეჭველი გაგიმართლათ. რადგან იცით რა გინდათ. არც არც ისე ცოტაა იმასთან შედარებით როედსაც არ იციან რა უნდათ.

0
21
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:გაბილა
გაბილა
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0