x
image
გაბილა
რა არის Harlem Shake? + ტოპ-15 ვიდეო
imageალბთ არამხოლოდ მე შევამჩნიე რომ მთელი YouTube მიაქვს ამ სახელით ატვირთულ ვიდეოებს. დამაინტერესა თუ რა არის ეს და საიდან მოდის მისი სათავეები. გთავაზობთ სტატიას ამასთან დაკავშირებით. პოპულარობის შემთხვევაში კვლავ დავწერ უფრო დაწვრილებით ამ უცნაურ Shake–ზე.


Harlem Shake (სიტყვასიტყვით ინგლისურიდან ითარგმნება როგორც ჰარლემურუ ჯანჯღარი) ეს არის ეგრეთწოდებული Internet meme, რომელიც გაჩნდა იმის შედეგად, რომ 2013 წლის 2 თებერვალს 5–მა ავსრალიელმა მოზარდმა გადაიღო ვიდეო რგოლი და ატვირთა ვიდეოჰოსტინგ YouTube–ზე. მან ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა.


რგოლი არის იაპონელი ბლოგერის Filthy Frank–ის მიერ გადაღებული ვიდეოს პაროდია. ვიდეომ ერთ კვირაში 2, 5 მილიონი ნახვა მოაგროვა. უცებვე ინტერნეტში გაჩნდა ათამდე მიმბაძველი. ითვლება რომ ეს არის პირველი ინტერნეტ მემ–ი რომელმაც პოპულარობით Gangnam Style გაუსწრო. შეგახსენებთ, ეს უკანასკნელი 2012 წლიდან მოყოლებული დიდი ხნის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებდა.


ცეკვის არსი შემდეგია: შესავალი 14–15 წუთი ცეკვავს ერთი ადამიანი რაიმე "თავსაბურავით" (როგორც წესი ეს არის ჩაფხუტი, "შლემი", "კასკა"), ამავე დროს სხვა ადამიანები დაკავებულნი არიან თავისი სხვადასხვა საქმეებით, რის შემდეგაც ყველა ერთა სხვადასხვა კოსტიუმებში ან საერთოდაც შიშვლები ცეკვავენ, ან აკეთებენ ქაოტურ მოძრაობებს, იღებენ უცნაურ პოზებს ან აკეთებენ ეროტიულ მოძრაობებს თეძოებით ჰაერში (კედელთან).



რგოლი გრძელდება 31 წამი. მუსიკალურ გაფორმებაში უგამონაკლისოდ გამოიყენება ამონაჭერი სინგლიდან "Harlem Shake"image
, რომელსაც ასრულებს ამერიკელი მუსიკოსი Baauer. ითვლება, რომ ვიდეო რგოლის ხანმოკლეობა არის ერთ–ერთი მთავარი გასაღები მისი პოპულარობისთვის.


0
75
2-ს მოსწონს
ავტორი:გაბილა
გაბილა
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0