სხვა 375 საჰაერო ბუშტით გადაფრენილი ატლანტის ოკეანე. 2013, 5 დეკემბერი, 13:48 წარმოშობით ამერიკელმა "Jonathan Trappe"-მა გადაწყვიტა ჰელიუმით გაბერილი 375 ბუშტით გადაეფრინა ატლანტის ოკეანისთვის. ხოლო კალათის მაგივრობას, სადაც თავად უნდა მოთავსებულიყო ფრენის დროს, გასაბერი ნავი გაუწევდა, ვინაიდან თუ შემთხვევით დაშვება მოუხდებოდა, ეს აუცილებლად ოკეანეზე მოუწევდა. ზემო აღნიშნული ფრენა კი მან 12 სექტემბრის დილას განახორციელა, რასაც სავარაუდოთ ერთ კვირას მოანდომებდა.
მსგავსი ფრენის 14 საათიანი გამოცდილება უკვე ჰქონდა აწ 39 წლის ჯონათანს, ვინაიდან მან 2-ჯერ განახორციელა ფრენა ბუშტებით, პირველად 2010 წელს ლა-მანში დაიბყრო, ხოლო 2011 წელს კი ალპები. აფრენის მზადების პროცესი: აფრენიდან რამოდენიმე საათში მას მოუხდა კანადის კუნძულ ნიუფაუნდლენდზე დაშვება, ღამის იქ გათევა და მომზადება, რადგან დილით ადრევე შესულიყო ღია ოკეანეში. "ვიცი ატლანტის ოკეანის გადალახვა ადვილი არ არის. მე პირველი არ ვარ ვინც ამას ცდილობს, გამახსენდა თუ როგორ დაიღუპა 5 ადამიანი მისი გადალახვის მცდელობისას და დაიკარგა უგზო-უკვალოდ 2 პილოტი, ამიტომ შევარჩიე სპეციალურად ორკორპუსიანი გასაბერი გემი, რომელსაც მეზღვაურები რეზერვში იყენებენ, როდესაც გემი ეძირებათ, რადგან შედარებით უსაფრთხოა" - წერს თავის ვებ გვერდზე ჯონათანი. ერთადერთი ვინც გადალახა ატლანტის ოკეანე საჰაერო ბუშტებით 1984 წელს იყო Joe Kittinger-ი, მას შემდეგ კი მსგავს მცდელობას ადგილი აღარ ჰქონია. სწორედ ჯონათანმა გაბედა, რისთვისაც 2 წელი ემზადებოდა, თუმცაღა ცდა უშედეგო აღმოჩნდა, რაზეც გული არ გაუტეხავს, მან მხიარულად აღნიშნა, რომ მშვენიერი მოგზაურობა გამოუვიდა მიუხედავად კრახისა. 75 13-ს მოსწონს
|