x
image
რუსუდან ბერიძე
სამარხო სალათი ,,წითელი ზღვა" (მაშას რეცეპტებიდან)
image

ჩემო ძვირფასო დიასახლისებო, დღეს კიდევ ერთ მარტივ სამარხო სალათას შემოგთავაზებთ, რომელსაც ბევრი ინგრედიენტები არ ჭირდება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან გემრიელია.შევუდგეთ მის მომზადებას.

ამისთვისთვის კი დაგვჭირდება შემდეგი

ინგრედიენტები:



*250გრ–კიბორჩხალის ჩხირები.

*2-3 პომიდორი.

*1–წითელი ბულგარული წიწაკა.

*2კბილი–ნიორი.

*მაიონეზი გემოვნებით და მარილი.


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

კიბორჩხალის ჩხირები დავჭრათ ასანთის ღერებივით.პომიდორი გავჭრათ შუაზე, თესლები და რბილობი მოვაცილოთ და დავჭრათ ჩხირებად.ბულგარული წიწაკაც გავჭრათ შუაზე, თესლებისგან გავასუფთაოდ და ესეც დავჭრათ ჩხირებად.ნიორი საჭყლეტში გავატაროთ და დავამატოთ სალათას, გემოვნებით გავუკეთოთ მარილი და მაიონეზი.(როდესაც მარხვა არ არის, ამ სალათს ძალიან უხდება ცოტა გახეხილი ყველიც)

ყველა ინგრედიენტი ავურიოთ კარგად და...


image

მიირთვით გემრიელად!


ღმერთმა მარხვით გაგაძლიეროთ!


თქვენი მაშა.









0
189
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0