სალათები სამარხო სალათი ,,წითელი ზღვა" (მაშას რეცეპტებიდან) 2013, 3 დეკემბერი, 17:40 ![]() *250გრ–კიბორჩხალის ჩხირები. *2-3 პომიდორი. *1–წითელი ბულგარული წიწაკა. *2კბილი–ნიორი. *მაიონეზი გემოვნებით და მარილი. მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: კიბორჩხალის ჩხირები დავჭრათ ასანთის ღერებივით.პომიდორი გავჭრათ შუაზე, თესლები და რბილობი მოვაცილოთ და დავჭრათ ჩხირებად.ბულგარული წიწაკაც გავჭრათ შუაზე, თესლებისგან გავასუფთაოდ და ესეც დავჭრათ ჩხირებად.ნიორი საჭყლეტში გავატაროთ და დავამატოთ სალათას, გემოვნებით გავუკეთოთ მარილი და მაიონეზი.(როდესაც მარხვა არ არის, ამ სალათს ძალიან უხდება ცოტა გახეხილი ყველიც) ყველა ინგრედიენტი ავურიოთ კარგად და... ![]() ღმერთმა მარხვით გაგაძლიეროთ! თქვენი მაშა. 189 3-ს მოსწონს
|