x
image
ნიკა კირკიტაძე
ევრომაიდანი დილას ლოცვითა და ჰიმნით შეხვდა

imageგუშინ კიევის ქუჩებში ათასობით ადამიანმა გაათენა ღამე, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციამ ღამის განმავლობაში, მშვიდობიანად ჩაიარა. აქციის მონაწილეები ქვეყნის ჰიმნს მღეროდნენ. "დიდება უკრაინას, " - ეს შეძახილი კი კიევის ცენტრში ამ დრომდე ისმის.
"ჩვენ ყოველი დღე სუფა გულით უნდა დავიწყოთ, " - უთხრა უკრაინელმა მომღერალმა რუსლანამ მომიტინგეებს და მათ სანთლების ანთებისა და ლოცვისკენაც მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ევროკავშირთან ასოციაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა თითქმის ბოლო პერიოდში გადაიფიქრა.

კიევში გამოსვლები 21 ნოემბრის შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა რომ მთავრობა ამ შეთანხმების ხელმოწერას აღარ აპირებდა. პარასკევს და შაბათს მაიდანზე შეკრებილი დემოსტრანტები პოლიციამ დაარბია. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ეს უვადო აქციებია:”მას ერთი დასასრული ექნება - ამ პრეზიდენტისა და ამ მთავრობის დასასრული.”

ქვეყნის პარლამენტის ხელმძღვანელმა ვლადიმერ რიბაკმა ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკებების დაწყებისაკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ კვირას რამდენიმე დემონსტრანტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმით აღებას შეეცადა. სპეცრაზმთან შეტაკებისას ათობით ადამიანი დაშავდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაშავდა ასამდე პოლიციელი.



0
8
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკა კირკიტაძე
ნიკა კირკიტაძე
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0