x
image
მანჩო 777
შუა საუკუნეების სასტუმრო იტალიაში
image
იტალიაში, მღვიმეების ქალაქ სასი დი მატერაში მდებარეობს საოცრად უნიკალური სასტუმრო. მისი ნომრები განლაგებულია კლდეებში ისევე, როგორც ამ ქალაქის საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, სასახლეები, ეკლესიები. სასტუმრო Le Grotte della Civita ძალიან შორსაა ფუფუნებისაგან ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, მაგრამ სამაგიეროდ ის სავსეა იდუმალებითა და უცნაურობებით.

image

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სატუმრო მოკლებულია კომფორტსა და თანამედროვე კომუნიკაციებს. მის სტატუსზე ხშირად ლაპარაკობენ ისეთი ცნობილი გამომცემლობები და ორგანიზაციები, როგორიცაა Times, New York Times, იუნესკო და სხვები. ის შეტანილია ყველაზე ლამაზი და უნიკალური დედამიწის ადგილების სიაში და წარმოადგენს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტს.

image


მთელი სასტუმრო კომპლექსი განლაგებულია 18 გამოქვაბულში, სადაც სტუმრებს ბევრი საინტერესო ელით.

პირველი ნახვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს აბსოლუტურად შუასაუკუნეების შენობაა:ქვის იატაკი და კედლები, სანთლები, მძიმე ხის სკამები, ძველი კარები დაჟანგული საკეტებით. მაგრამ ნელ-ნელა ეს შეფასება იცვლება.

image

ოთახები ძალიან ნათელი და მშვიდია, ფანჯრებიდან მოჩანს მთიანი შემოგარენის საოცრად ლამაზი ხედები.მომსახურეობის დონე და კულტურა კი ნამდვილად გაგაოცებთ: აქ არის ინტერნეტი, სხვადასხვა ბიზნეს-მომსახურეობა, განვითარებული ინფრასტრუქტურა, შესანიშნავი სანტექნიკა და კონდიციონერები.

საჭმელი მზადდება ადგილობრივი პროდუქტებისაგან: შეგიძლიათ დააგემოვნოთ შესანიშნავი ხარისხის ღვინო, მიირთვათ ახალი ხილი, პირი ჩაიტკბარუნოთ უგემრიელესი ნამცხვრებითა და ნატურალური თაფლით.

image

ასე რომ, თუ იტალიაში მოგზაურობას გადაწყვეტთ, ეწვიეთ სატუმრო Le Grotte della Civita-ს და აქ მიღებული შთაბეჭდილებები დიდხანს გემახსოვრებათ.

imageimageimageimageimageimageimage






8
103
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
103
  
2013, 1 დეკემბერი, 22:36
ალბათ არ იქნება, მაგრამ მაინც მეათე სართულზე მირჩევნია:)
2013, 1 დეკემბერი, 22:34
გველი და მორიელი იქ არ იქნება დამიჯერეთ–ელიტური კომპლექსია. :))
2013, 1 დეკემბერი, 22:30
ნწუუ...სამაგიეროდ გველებზე და მორიელებზე გამიგია:)
2013, 1 დეკემბერი, 22:28
გაგიგია მღვიმედან გამოსულ დევზე, ჭინკაზე, ალზე ან ოჩოპინტრზე რამე? :)))))
2013, 1 დეკემბერი, 22:25
უფფფ..ამ მღვიმეებში და კლდეებში რა იცი, საიდან რა არსება გამოძვრება:D
2013, 1 დეკემბერი, 22:24
რატომ? ესეც ხომ მთის ვიწრო ბილიკი არაა? :)
2013, 1 დეკემბერი, 22:21
მე არ მოვინდომებდი მანდ დაბინავებას:D
2013, 1 დეკემბერი, 22:18
უმაგრესია.
0 1 8