ტურიზმი ეგვიპტეში ტურისტებზე უკვე ცოლებიც ქირავდება 2013, 1 დეკემბერი, 21:04 ეგვიპტის უღარიბესმა ოჯახებმა ფულის შოვნის ახალ გზას მიაგნეს. მათ აქტიურად დაიწყეს ოჯახის წევრი გოგონების გამოყენება. ამიერიდან ეგვიპტეში ჩასულ მდიდარ ტურისტს გიდისა და თარჯიმნის გარდა შეუძლია "დროებითი ცოლი" იქირაოს. ტურისტები ეგვიპტეში "დროებითი ცოლის" დასაქირავებლად ძირითადად საუდის არაბეთიდან, არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან, ბაჰრეინებიდან, ლიბიიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩადიან. ეს სიამოვნება "დროებით საქმროებს" 320-დან 6500 ევრომდე უჯდებათ. მხარეებს შორის ფორმდება კონტრაქტი, რომელიც ტრადიციულ ქორწინებებსა და რელიგიურ დოგმებთან ახლოა. მაგრამ მას არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია. 68 7-ს მოსწონს
|