კერძები ფრინველის ხორცისაგან ბლინების ჩანთები ქათმის ხორცით 2013, 1 დეკემბერი, 10:02 ინგრედიენტები:
● რძე - 3 ჭიქა
● კვერცხი - 2 ცალი
● კარაქი - 50 გ.
● ათქვეფილი ნაღები - დასატენიანებლად ● ქათმის ფილე - 500 გ. ● ხახვი - 1 ცალი ● შაქარი და მარილი - გემოვნებით ● მცენარეული ზეთი - შესაწვავად ● დაწნული ყველი ან მწვანე ხახვი - ჩანთების შესაკრავად მომზადება: რძეში ავურიოთ კვერცხი, დავუმატოთ გამდნარი კარაქი, ცოტა ფქვილი (რომ შესქელდეს) და სუფრის კოვზით შაქარი და მარილი. გამოვაცხოთ ბლინები ცხელ ტაფაზე. ამავდროულად მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ქათმის ხორცი და ხახვი. ქათმის ხორცს დავუმატოთ ნაღები ისე, რომ ოდნავ დაფაროს და ვურიოთ სანამ შესქელდება, შემდეგ მიღებული მასა მოვათავსოთ ბლინებში, რომლებსაც ტომრებივით თავს მოვუკრავთ დაწნული ყველით ან მწვანე ხახვით. ამის შემდეგ... გემრიელად მიირთვით 115 8-ს მოსწონს
|