კერძები ფრინველის ხორცისაგან ქამა სოკო ქათმის ხორცითა და ყველით 2013, 26 სექტემბერი, 17:23 ინგრედიენტები:
* ქათმის ხორცი (ფილე) - 500 გ.
* ყველი (ბერძნული (феты)) - 60 გ.
* ქამა სოკო - 10 ცალი
* არაჟანი - 4 სუფრის კოვზი * მოცარელა (ყველი) - 1/2 ჭიქა (გახეხილი) * ფქვილი - 1 სუფრის კოვზი * ოხრახუში - გემოვნებით * მარილი და პილპილი (შავი) - გემოვნებით * ზეთი (მცენარეული) - 1 სუფრის კოვზი მომზადება: მშრალ, კარგად გარეცხილ სოკოს მოვაჭრათ "ფეხები". წვრილად დავჭრათ ქათმის ხორცი 1 სუფრის კოვზ ზეთში მოვშუშოთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც დავუმატოთ დაჭრილი სოკოს "ფეხები" და მოვშუშოთ კიდევ 5 წუთი. ამასობაში შევურიოთ ფქვილი არაჟანს და მოვასხათ მიღებულ მასას. 8-10 წუთის განმავლობაში ვურიოთ. ამის შემდეგ დავუმატოთ შავი პილპილი, მარილი და დაველოდოთ მის გაგრილებას. სანამ გაგრილდება, მანამდე მიკროტალღური ღუმელი გავახუროთ 180 გრადუს ცელსიუსამდე. ქათმის ხორცს ავურიოთ გახეხილი ბერძნული ყველ, ოხრახუში და ავურიოთ. მიღებული მასა შეგვიძლია სოკოს "ქუდებში" მოვათავსოთ, რომელსაც ზემოდან გახეხილ მოცარელას მოვაყრით და შეგვიძლია, 15-20 წუთის განმავლობაში შევდოთ ღუმელში. ამის შემდეგ... გემრიელად მიირთვით 272 9-ს მოსწონს
|