x
თოკეს ლექსი სიყვარულზე

ეს ლექსი რამოდენიმე თვის წინ დავწერე და გადავწყვიტე დღეს გამოვაქვეყნო.....





* * *
როცა შეგხედე დავინახე მე შენში ქალი
ღამით მუზებმა მომასწავლეს მე შენსკენ გზანი,
ლექსის დაწერამ გამაგიჟა პოეტი ღამით
შენზე ოცნებებს ვუყურებდი იმედის თვალით.


შენ გადარებდი მოწყვეტილ ვარსკვლავებს ციდან
უფრთო ანგელოზს მოვლენილს აქ სამოთხიდან,
შენზე ფიქრებმა გამიტაცეს პირველი დღიდან
ახლაც არ მჯერა ჩემთან ყოფნა შენ რომ არ გინდა.


ვერ დაგაჯერე, რომ სიყვარულს ასაკი არ აქვს
პატარა ბიჭი დატანჯული ამ გრძნობას ვმალავ,
ჩემთვის ასაკი და მანძილი არაფერია
მხოლოდ გიყვარდე, ეს ხომ ჩემთვის ყველაფერია.


შენ ალბათ ისეთ ვიღაცას ელი
რომელიც ცაზე გიხატავს გულებს,
დღეები შენზე ფიქრში მთავრდება
შენც რომ გიყვარდე რა დაშავდება?


როცა გხედავენ თავებს ხრიან მწვანე ვერხვები
ცამდე მიყვარხარ ჩემ სიყვარულს რატომ ვერ ხვდები,
შენზე ფიქრები მიტაცებენ მაღალი ცისკენ
მინდა შეგიპყრო და გაგიტაცო მხურვალე მზისკენ.


შენს გამოჩენას ყველგან ელიან
ანგელოზები შენ გიმღერიან,
ჩემი გრძნობები სულ სხვა ფერია
რომ შემიყვარო ნუთუ ძნელია.


ვიცი არავარ მე ალბათ პრინცი
თუ შეგიყვარდე მე აქ ვარ გიცდი,
მე შეგადარე უეცარ წვიმას
და ცისარტყელას გამოსულს ციდან....


ამ მზიან ცაზეც უცებ გაწვიმდა
ეს სიყვარულიც სწრაფად გაფრინდა,
შეგადარებდი მზეს ან და მთვარეს
თუნდაც ეს იყოს ღრუბლიან ღამეს.


აქ კი მუზებიც სადღაც გაფრინდნენ
ალბათ მიხვდნენ რო მაინც არ მისმენ,
ამ ლექს კითხულობ და ალბათ იღიმი
მე შენს სიყვარულს ჩუმად მივტირი.


აქ დავამთავრებ ლექსის დაწერას
და მას მოგიძღვნი ათასგვარ ბგერით,
ჩემი გული და ჩემი ფიქრები
მზის განთიადზე სულ მუდამ გელის..



თ.დეკანოიძე

2
96
3-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე დეკანოიძე
თორნიკე დეკანოიძე
96
  
2013, 1 დეკემბერი, 10:08
ძალიან მომეწონა :-)
0 1 2