x
თოკეს ლექსი

* * *

თითქოს ბოლო წუთებმა კარზე მომიკაკუნეს,
ველოდები ვიღაცას ჩემს მხსნელად რომ გამოჩნდეს.
არადა ამ დროს კი ჩემსწინ ანგელოზია
მითხრა:დროა წავიდეთ იქ ჩვენ გველოდებიან.

გული შეიკუმშა და შიშისგან წამომცდა
ჯერ ხომ ისევ ბავშვი ვარ
და წამოსვლაც არ მინდა
ჩუმად ჩაიცინა და სინათლისკენ წავიდა.

ვფიქრობდი რომ ჩემს ხელში უამრავი წლებია
ბევრჯერ მითქვამს რომ წასლვლის მე არ შემშინებია.
მაგრამ როცა თვალებში ანგელოზმა ჩამხედა
მაშინ მივხვდი რომ უკვე ეს ცხოვრება მთავრდება.

არა, არ მეშინია რომ ვერ ვიცოცხლებ ას წლამდე
მეშინია იმის რომ ვეღარ გნახავ წასვლამდე
ვეღარ ვნახავ ყვავილებს მზის ამოსვლას რომ ელიან
და მომღერალ ბულბულებს განთიადზე რომ მღერიან.

მოკლედ, უნდა წავიდე და ერთმანეთს გავშორდეთ
ანგელოზს ჩავეჭიდო და ღრუბლებისკენ გავფრინდეთ
მაგრამ მემახსოვრება ბედნიერი წუთები
ჩემი მეგობრები და გიჟური ფიქრები.

და გახსოვდეთ თუ უცებ ცისარტყელა გამოჩნდა
და უკვე შვიდის ნაცვლად მერვე ფერი გამოჩნდა,
ის ფერი მე ვიქნები არასოდეს დაგტოვებთ
თქვენგან მხოლოდ ის მინდა რომ ყოველთის გახსოვდეთ.

შეიძლება სულყველამ მე სულელიც დამარქვას
ყველა ჩემი ფიქრები ფურცელზე რომ გადამაქვს,
მაგრამ მე ამ ლექსებით ჩემ დიდ გრძნობას ავსახავ
შეიძლება სიგიჟეს რეალობაც დავარქვა.

ამ ლექსითაც მემგონი ცოტათი გაგაკვირვეთ
მაგრამ გთხოვთ მომისმინოთ და ყველანი დამშვიდეთ
არ ვაპირებ მე არსად ნაადრევად წავიდე,
ეს პლანეტა დავტოვო და სამოთხეში გავფრინდე.


თ.დეკანოიძე

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე დეკანოიძე
თორნიკე დეკანოიძე
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0