კერძები ფრინველის ხორცისაგან ქათამი იაპონურ სტილში თაფლითა და სოიოს სოუსით 2013, 30 ნოემბერი, 21:39 ინგრედიენტები:
● ქათმის ფილე - 600 გ.
● თაფლი - 1 სუფრის კოვზი
● სოიოს სოუსი - 3 სუფრის კოვზი
● თეთრი მშრალი ღვინო - 1 სუფრის კოვზი ● მარილი და პილპილი - გემოვნებით ● მცენარეული ზეთი - შესაწვავად გარნირისთვის: ● მოხარშული ბრინჯი ● ორთქლზე მოხარშული ბროკოლი ან ყვავილოვანი კომბოსტო ![]() მომზადება: ქათმის ფილე შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან. შეწვის მომენტში დავუმატოთ თაფლი, ტეთრი ღვინო და სოიოს სოუსი. ხორცი მიღებულ სოუსში დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ 10-15 წუთი, რათა კარგად შეიწოვოს. შემწვარი ხორცი შეგვიძლია დავჭრათ ნაჭრებად და გავანაწილოთ თეფშებზე ბრინჯსა და მოხარშულ ბროკოლთან ერთად, რომლებსაც შეგიძლიათ მოასხათ დარჩენილი სოუსი. გემრიელად მიირთვით 304 5-ს მოსწონს
|