რონალდუ: “ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის ჩემპიონატს მოვიგებთ”
2013, 28 ნოემბერი, 20:29
პორტუგალიელი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ამ წელს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირის მოგების ძალა შესწევს. “ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის ჩემპიონატის მოგებას შევძლებთ”. “ვფიქრობ, ის, რასაც ჩემზე ამბობენ, ვითომდა, გუნდის “მეთაური” ვარ, სამართლიანი არაა. გუნდს ბევრი ლიდერი ჰყავს, ყველა მათგანი მოედანზე რეგულარულად გვევლინება”, – განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.