x
image
JANO
“ბეშიქთაში” მოკვეთეს

image

რიგში “ლაციო” და “უდინეზე” დგანან
გუშინ უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომავალ სეზონში თურქულ “ბეშიქთაშს” ევროპის ლიგაზე თამაში აეკრძალა. ამის თაობაზე პირველად საზოგადოებას, სააგენტო “როიტერმა” აცნობა.
ასეთი გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, გუნდში არსებული ფინანსური პრობლემების გამო მიიღო. გუნდი, რომელმაც თურქეთის ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან უნდა ჩაბმულიყო ასპარეზობაში, მაგრამ გუნდი ევროთასების გარეშე დარჩა.
ევროპული ტურნირებიდან მოკვეთა ასევე ემუქრებათ “ლაციოსა” და “უდინეზეს”. უეფა შეშფოთებულია იტალიურ ფეხბურთში მომხდარი სკანდალით და შესაბამისი ზომების გატარებასაც აპირებს.
უეფდამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩაწყობილ მატჩებში მონაწილე გუნდს, არანაირი უფლება არ აქვს ევროთასებზე თამაშისა. იტალიურ ფეხბურთში აგორებულ სკანდალში “ლაციო” და “უდინეზეც” არიან გახვეული.
იტალიის ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, “უდინეზემ” მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. რაც შეეხება “ლაციოს”, ეს გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდა და თუ დასცალდა, ევროპის ლიგის გათამაშებაში უნდა მოსინჯოს ძალები.

0
77
1-ს მოსწონს
ავტორი:JANO
JANO
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0