ვენგერმა “ბარსას” კიდევ ერთი ტალანტი წაართვა: სანაბრიამ არჩევანი “არსენალის” სასარგებლოდ გააკეთა!
ახალგაზრდა ჩილელი ტალანტი “ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს.
მას შემდეგ, რაც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია სანაბრიასადმი ლონდონის “არსენალის” ინტერესთან დაკავშირებით, “ბარსელონამ” ჩილელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დაიწყო.
მიუხედავად ამისა, სიტუაციაში კარგად გაცნობიერებული წყაროები იუწყებიან, რომ ანტონიო “ბლაუგრანასთან” მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. 17 წლის ცენტრფორვარდი მზადაა “ბარსელონა” დატოვოს და კარიერა საზღვარგარეთ გააგრძელოს, კერძოდ კი – ინგლისში.
სანაბრიასა და “ბარსელონას” შორის გაფორმებულ კონტრაქტში ჩადებული პირობის თანახმად, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა სამ მილიონ ევროს შეადგენს.