x
image
ტორნადო07
9 რჩევა, როგორ გავხდეთ უფრო კეთილი

image1)იყავი მადლიერი იმისათვის რაც გაქვს! გამონახეთ დღის
განმავლობაში ორი წუთი იმისათვის, რომ დაფიქრდეთ რა გაგაჩნიათ და თუ ვის უნდა უმადლოდეთ
ამას.
2)გამოხატეთ მადლიერება! ნუ ჩაახშობთ მადლიერების გრძნობას
თქვენში. ნუ დაგეზარებათ ადამიანებს უთხრათ „მადლობა!“. მეგობარმა წვიმის დროს ქოლგა
გათხოვა? მადლობა გადაუხადე ამისთვის, აგრძნობინე, რომ შენ შესაბამისად აფასებ მასთან
ურთიერთობას. ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო მადლიერების გამომხატველ სიტყვასაც
კი შეუძლია სხვა ადამიანის დღე უკეთესი გახადოს.
3)შეწყვიტეთ სხვისი განსჯა! ყველამ იცის გამოტქმა:
„ნუ განსჯი და არ განისჯები“. თქვენ მოგწონთ, როდესაც განგსჯიან? ჰოდა თქვენს შეწყვიტეთ
სხვისი განსჯა.
4)შეამსუბუქეთ კრიტიკა. კონსტრუქტიული შენიშვნები ზოგჯერ
აუცილებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია ზომის ცოდნა. ეცადეთ შენიშვნის მიცემით ადამიანი
არ დაამციროთ.
5)მოეკიდეთ გაგებით! ყოველ ადამიანს აქვს თავისი აზრი,
თავისი მსოფმხედველობა. მაგრამ ეს არანაირად არ გიშლით მოისმინოთ სხვისი აზრი და ეცადოთ
ჩაწვდეთ მას. ეს არა მარტო დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მრავალი კონფლიქტი, არამედ
მნიშვნელოვნად გააფართოებს თქვენს მსოფმხედველობას. მხოლოდ შეზღუდულ და ჯიუტ ადამიანებს
ეშინიათ მისი შეხედულებებისაგან განსხვავებული აზრის მოსმენა.
6)გააკეთეთ კომპლიმენტები! იმის მაგივრად რომ ყურადღება
გაამახვილოთ იმაზე თუ რა გვაღიზიანებს ადამიანებში, მიაქციეთ ყურადღება თუ რა მოგწონთ
ამ ადამიანში. ეს შეიძლება იყოს: ღიმილი, ვარცხნილობა, ხმა, ახალი ფეხსაცმელი... როგორც
კი აღმოაჩენთ, შეატყობინეთ ამის შესახებ ადამიანს. კომპლიმენტები საორებებს ახდენენ.
კომპლიმენტს შეუძლია ადამიანის ხასიათი მთელ დღით გამოაკეთოს.
7)აკეთეთ პატარა კეთილი საქმეები! გაატარეთ ფეხით მოსიარულე
თუ საჭესთან ზიხართ, ან სუპერმარკეტის კარი დაიჭირეტ მოხუცებულის წინ. საკუთარი ემოციური
მდგომარეობის გამოსწორების საუკეთესო ხერხია სხვა ადამიანს ასიამოვნოთ.
8)თავი აარიდეთ კონფლიქტებს! ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ
უნდა დაეთანხმოთ ყველას და ყველაფერში. უბრალოდ ეცადეთ არ დახარჯოთ თქვენი ენერგია
და დრო კონფლიქტებზე, რომლებიც არაფერს მოიტანს. შეეგუეთ იმას, რომ დედამიწაზე არიან
ადამიანები, რომლებსაც თქვენ ვერასოდეს გაუგებთ და რომლებიც ვერასოდეს გაგიგებენ. გახსოვდეთ
ეს და თქვენი ცხოვრება გამარტივდება.
9)იყავით კეთილი საკუთარი თავის მიმართ! სიკეთე ეს მთლიანი
და განუყოფელი თვისებაა. ის თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ სხვების მიმართ მოქმედებს
დამოკიდებულებაზე საკუთარი თავის მიმართ და პირიქით. თუ თქვენ უფრო კეთილი იქნებთ საკუთარი
თავის მიმართ მაშინ უფრო კეთილი გახდებით ირგვლივ
მყოფი ადამიანების მიმართაც.

0
182
3-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0