x
image
cxvedo
უგემრიელესი, მარტივად მოსამზადებელი ნამცხვარი
ინგრედიენტები:

● ფქვილი - 1 ჭიქა

● გაყინული კარაქი - 120 გ.

● ყავისფერი შაქარი - 4 სუფრის კოვზი



კრემი:

● კარაქი - 50 გ.

● ყავისფერი შაქარი - 4 სუფრის კოვზი

● შესქელებული რძე - 400 გ.


მოსართავად:

● რძიანი შოკოლადი - 150 გ.

● ნიგოზი (შესაძლებელია თხილი ან მიწისთხილი) - 30 გ.


უგემრიელესი ნამცხვრები



მომზადება:

ფქვილს შევურიოთ კარაქი, დავუმატოთ შაქარი და მიღებული ცომი მოვათავსოთ საცხობ ქაღალდზე. შევდგათ ღუმელში 180 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე და გავაჩეროთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი არ გაყავისფრდება.

ამასობაში მოვამზადოთ კრემი:

კარაქი, შაქარი და შესქელებული რძე კარგად ავურიოთ ერთმანეთში და წამოვადუღოთ და გავაჩეროთ 5 წუთი, სანამ არ შესქელდება და ოქროსფერი არ გახდება. მიღებული მასა მოვასხათ გამომცხვარ ცომს. მასში განვათავსოთ ნიგოზი და მოვასხათ ზემოდან გამდნარი შოკოლადი. შემდეგ გავაგრილოთ და...


გემრიელად მიირთვით















0
790
8-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
790
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0