ფოტოგრაფია ვინ იღებდა ცნობილი ადამიანების ყველასათვის ცნობილ ფოტოებს (+ფოტოები) 2013, 27 ნოემბერი, 22:24 ენი ლეიბოვიცი, ცნობილი ფოტოგრაფი, რომლის ნამუშევრები ალბათ ყველა ადამიანს უნახავს, ყოველ შემთხვევაში უმეტესი მათგანი მაინც. ეს არის ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია მსოფლიოში ცნობილი ადამიანები და მათ ყველაზე ცნობილ ფოტოებს წარმოადგენს. 2013 წელს ენი ლეიბოვიცს, რომელსაც ხშირად ფოტოგრაფიის ფერიად მოიხსენიებენ, 64 წელი შეუსრულდა. იგი სამხედრო მოსამსახურის ოჯახში დაიბადა და 5 და-ძმასთან ერთად იზრდებოდა. მამის სამსახურის გამო ოჯახს ხშირად უხდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა. პირველი ფოტოები ენიმ ფილიპინებში გადაიღო. მოგვიანებით სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. 1970 წლიდან ფოტოგრაფად მუშაობდა ჟურნალში Rolling Stone, 1983 წელს კი დაიწყო თანამშრომლობა ჟურნალთან Vanity Fair. სწორედ ამ უკანასკნელისთვის შექმნა ცნობილი ადამიანების დაუვიწყარი პორტრეტების სერია. წარმოგიდგენთ ენი ლეიბოვიცის რამდენიმე ცნობილ ნამუშევარს. მერილ სტრიპი არნოლდ შვარცენეგერი, 1975 წელი. დედოფალი ელიზაბეტი მაიკლ ჯექსონი ლეონარდო დი კაპრიო, მაშინ ჯრ კიდევ ამომავალი ვარსკვლავი. ანჯელინა ჯოლი ვაჟიშვილთან ერთად. კეიტ ბლანშეტი, 2004 წელი. პენელოპა კრუზი და ვუდი ალენი რიანა, ჟურნალ Vogue-ისთვის. მისტერ და მისის ობამები, 2013 წელი. ახლა კი წარმოგიდგენთ ყველაზე პროვოკაციულ ფოტოებს, რომლებმაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ჟურნალ Vanity Fair-ისთვის შექმნილი ფოტო, რომელზეც დემი მურის სრულიად შიშველ სხეულზე მხოლოდ დახატულია ტანსაცმელი. 1991 წელს, იმავე ჟურნალისთვის გადაღებული ორსული დემი მურის ფოტო, რომელმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა. სწორედ ამ ფოტოს გავლენით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ამავე "საინტერესო მდგომარეობაში" მყოფმა ბევრმა ცნობილმა ქალბატონმა გადაიღო სურათი. 1980 წელს ჟურნალის Rolling Stone-ისთვის გადაღებული ჯონ ლენონისა და იოკო ონოს ლეგენდარული ფოტო. 1994 წლის ფოტო: კეიტ მოსი და ჯონი დეპი, 90-იანი წლების ყველაზე პოპულარული წყვილი. ვუპი გოლბერგი რძით სავსე აბაზანაში. სტინგი, სრულიად შიშველი, ქამელეონის ფერებში შენიღბული. 2004 წელს გადაღებული ფოტო, რომელზეც მაილი საირუსია გამოსახული. რამდენადაც მაილი იმ დროს მხოლოდ 15 წლის იყო, კამერის წინ მისმა გაშიშვლებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მომღერალმა კი თავი იმით იმართლა, რომ ცნობილ ფოტოგრაფს უარი ვერ უთხრა. ეს კი თავად ენი ლეიბოვიცი... 157 4-ს მოსწონს
|