სხვა ყველაზე მოხუცი ქალწული მსოფლიოში 2013, 27 ნოემბერი, 16:31 ![]() "- არასოდეს მქონია სექსის სურვილი. არასდროს არ მყოლია მეგობარი მამაკაცი და ამას არც ვნანობ. ურთიერთობები - ეს ძალიან რთული რამაა- ამბობს კლარა. ქალბატონი კლარა დაიბადა 1903 წელს შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში. მას ახსოვს "ტიტანიკის" კატასტროფა და პირველი მსოფლიო ომის დაწყებაც. მიდმორის მამა იყო სამხედრო. ამის გამო, ახალგაზრდა ასაკში გოგონა ხშირად მოგზაურობდა. ის ცხოვრობდა ეგვიპტეში, კანადაში, ახალ ზელანდიაში. მეორე მსოფლიო ომის დროს, იყო მედდა ფრონტის ხაზზე. კლარა ამბობს, რომ იგი ყოველთვის მეგობრობდა მამაკაცებთან. თუმცა, ურთიერთობა უფრო პლატონური სახის იყო: "-ჩემს ახალგაზრდობაში სქესობრივი კავშირი მხოლოდ მეუღლესთან შეიძლებოდა. მე კი 12 წლის ასაკში მივეცი თავს პირობა, რომ არასოდეს გავთხოვდებოდი." ამჟამად ქალბატონი ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში მოხუცებულთა თავშესაფარში. წელს დაბადების დღეზე მიიღო მოსალოცი ბარათი ელიზაბეტ II–სგან, დიდი ბრიტანეთის დედოფლისგან. მედიკოსები კი დარწმუნებულები არიან, რომ კლარას ასაკის საიდუმლო ჯანსაღი ნერვული სისტემის წყალობაა."მას არასოდეს უჩხუბია, არ გადაუტანია ღალატი, არ უმშობიარია და უნერვიულია შვილების გამო, მის ცხოვრებაში იყო ნაკლები სტრესი, ვიდრე ჩვეულებრივი ქალის ცხოვრებაში"-აცხადებს ექიმი ჯოსი ხარვი. აშშ-ს ქალაქ ოლბანში ცხოვრობს 107 წლის მასწავლებელი ალისა მერბელი, რომელმაც ქალიშვილობა 2004 წელს დაკარგა, როდესაც ცოლად გაყვა ადგილობრივ ინჟინერს. 110 1-ს მოსწონს
|